13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა. მეწყერის ჩამოწოლის შედეგად მდინარე ვერეს ხეობაში წყალდიდობა 2015 წლის 13 ივნისის ღამეს მოხდა. დაიღუპა 21 ადამიანი, 2 კი დაკარგულად ითვლება.

სტიქიამ, ფაქტობრივად, გაანადგურა ზოოპარკის ტერიტორია, დაიღუპა ასეულობით ცხოველი, ნაწილი კი ტერიტორიიდან გაიქცა.

გარდა ამისა, დაზარალდა ასეულობით საცხოვრებელი სახლი, ვერეს ხეობაში მდებარე გზები, ხიდები და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურა.

სტიქიის დასრულების შემდეგ, თბილისის მოსახლეობა გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთო.