13-15 დეკემბერს ძლიერი ქარია მოსალოდნელი – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-15 დეკემბერს ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.