15 თებერვალი ისტორიაში შევა, როგორც დასავლეთის ომის პროპაგანდის ჩავარდნის დღე – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა Facebook-ზე წერს, რომ 15 თებერვალი, რა დღესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრას ვარაუდობენ, ისტორიაში ომის პროპაგანდის ჩავარდნის დღედ შევა.

“2022 წლის 15 თებერვალი ისტორიაში შევა დასავლეთის ომის პროპაგანდის ჩავარდნის დღედ. შერცხვენილები და განადგურებული ერთი გასროლის გარეშე”,– წერს ზახაროვა პოსტში.

გარდა 15 თებერვლისა, შეჭრის თარიღად სახელდება 16 თებერვალიც. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადებით, მათ აწვდიან ინფორმაციებს, რომ რუსეთი უკრაინაში 16 თებერვალს შეიჭრება. პრეზიდენტის თქმით, ინტერვენციას ერთობით უპასუხებენ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ ჯარების მუდმივი დისლოკაციის ადგილისკენ გადაყვანას იწყებს.