საქართველოში ერთ წელიწადში მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა დაფიქსირდა – RSF

“საქართველოში ერთ წელიწადში მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა დაფიქსირდა” – მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი (CMIS) და რეპორტიორები საზღვრების გარეშე (RSF) აქვეყნებენ ერთობლივ მოკვლევას, რომელშიც საქართველოში არსებულ მედიაგარემოზეა საუბარი და აღნიშნავენ, რომ ბოლო 1 წელში საქართველოში პრესის თავისუფლების დარღვევებმა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია.

RSF-ის ანგარიშში, რომელიც 24 ნოემბერს გამოქვეყნდა, საუბარია ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციებზე დაკავებულ ჟურნალისტებზე და აღნიშნულია, რომ

„ეს დაკავებები ასახავს იმას, თუ როგორ იქცა საქართველო ქვეყნად, სადაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგ ყოველთვიურად თითქმის 50 ინციდენტი ფიქსირდება“.

„შაბათს, 22 ნოემბერს, საღამოს, „TV პირველის“ ჟურნალისტი, გიორგი მამნიაშვილი, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გაშუქებისას გაუჩინარდა; რამდენიმე საათში პოლიციამ დაადასტურა მისი დაკავება. ადვოკატი არაადამიანურ მოპყრობაზე მიუთითებდა. მისი ინფორმაციით, ჟურნალისტი რამდენიმე საათის განმავლობაში ბორკილებით, უკან შეკრული ხელებით ჰყავდათ, არ დაარეკინეს ადვოკატთან, გარდა ამისა, გააშიშვლეს და ე.წ. ბუქნები გააკეთებინეს. ასევე, პირველივე საათებში მას ჩამოერთვა ადვოკატთან დაკავშირების უფლება. ორი კვირით ადრე, პოლიციამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, ლიზა ციციშვილი, იქამდე კი პლატფორმა Mediachecker.ge-ს რეპორტიორი, ნინია კაკაბაძე, დააკავეს პროტესტის გაშუქების შემდეგ“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

RSF-ი ანგარიშში აღნიშნავს, რომ საქართველოში პრესის თავისუფლება მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის 28 ნოემბრს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განაცხადა.

“2024 წლის 28 ნოემბერს, პროევროპული მოძრაობის დაწყების შემდეგ – მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განაცხადა, საქართველოში პრესის თავისუფლება მკვეთრად გაუარესდა. 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე – რა დროსაც, “ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებში, საარჩევნო დარღვევების ფონზე, სადავო გამარჯვება მოიპოვა – მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა აღირიცხა, მათ შორის ფიზიკური თავდასხმები, არამართლზომიერი ჯარიმები, დაკავებები, მუქარა, აკრედიტაციის შეჩერება და სხვა. დარღვევების მზარდი მაჩვენებელი პოლიტიკური კონტროლის უპრეცედენტო ზრდასა და დაჩქარებულ გამკაცრებაზე მიუთითებს, რაც ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების დისტანცირებას ევროპული დემოკრატიული სტანდარტებისგან”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

 

„2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომრამდე – რა დროსაც, „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში, საარჩევნო დარღვევების ფონზე, სადავო გამარჯვება მოიპოვა – მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა აღირიცხა, მათ შორის ფიზიკური თავდასხმები, არამართლზომიერი ჯარიმები, დაკავებები, მუქარა, აკრედიტაციის შეჩერება და სხვა.

დარღვევების მზარდი მაჩვენებელი პოლიტიკური კონტროლის უპრეცედენტო ზრდასა და დაჩქარებულ გამკაცრებაზე მიუთითებს, რაც ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების დისტანცირებას ევროპული დემოკრატიული სტანდარტებისგან“, – ნათქვამია ანგარიშში.

RSF-მა დარღვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით დააფიქსირა, თუმცა შემთხვევების ორ მესამედზე მეტი თბილისზე მოდის, რაც, ორგანიზაციის თანახმად, განპირობებულია აქ დაწესებულებების, ასევე რედაქციებისა და ყოველდღიური დემონსტრაციების კონცენტრაციით, რომელთა წინააღმდეგაც რეპრესიები ხორციელდება.

„2024 წლის 28 ნოემბერის საპროტესტო აქციების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ათობით ჟურნალისტი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა – ზოგიერთის მიმართ განსაკუთრებით სასტიკი ზომები იქნა მიღებული – არ დასჯილან დამნაშავეები; ამ დროს დაფიქსირებული ძალადობრივი ინციდენტების საერთო რაოდენობამ 127-ს მიაღწია.

ხელისუფლება სულ უფრო ხშირად აიგივებს ჟურნალისტებს მომიტინგეებთან და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მოქმედ კანონებს ისე იყენებს, რომ შეზღუდოს ჟურნალისტების საქმიანობა და ხელი შეუშალოს მათ პროტესტის გაშუქებისას.

ქართულმა მედიასაშუალებებმა დაგმეს ჟურნალისტების წინააღმდეგ „გზის გადაკეტვისთვის“ ჯარიმების სისტემატური გამოყენება, როცა ისინი პროტესტის ადგილებზე მხოლოდ გაშუქების მიზნით იმყოფებოდნენ. რამდენიმე შემთხვევაში, სამართალდამცავებმა ასევე გამოიყენეს ახლად გამკაცრებული ნორმა,  „პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის“ შესახებ, რათა ჟურნალისტები პროტესტის ადგილებიდან გაეძევებინათ – რაც უძლურების განცდას ქმნის. დარღვევებზე პასუხისმგებლები, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ სამართალდამცველები არიან.

ტელევიზიების მიმართ განხორციელებული ძალადობა განსაკუთრებით მაღალია და არსებულ შემთხვევებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი. თვალშისაცემია „TV პირველის“ წინააღმდეგ არსებული ინციდენტები, რომლის გადამღებ ჯგუფებსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 80-ზე მეტჯერ დაესხნენ თავს.

საპროტესტო აქციებზე გადამღებ ჯგუფებს პოლიცია ხშირად ხელს უშლიდა, ზღუდავდა მათ შესაძლებლობას კამერები ჩართულიყო ან განეთავსებინათ ისინი შემაღლებულ ადგილებში, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა პოლიციის მოქმედებების დაფიქსირება.

ონლაინ მედიასაშუალებები – „პუბლიკა“, რომელიც საზოგადოებრივი და პოლიტიკური საკითხების გაშუქებაზეა ორიენტირებული და „ბათუმელები“, რომლის თანადამფუძნებელიც პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მზია ამაღლობელია, რეპრესიების ყველაზე ხშირ სამიზნეებს შორის არიან.

„ბათუმელები“, რომლის რედაქციაც ბათუმში მდებარეობს, შავი ზღვის სანაპიროზე, განიცდის განსაკუთრებულ ზეწოლას როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. მზია ამაღლობელი კვლავ უკანონოდ არის დაკავებული უსამართლო სასამართლო პროცესის შედეგად, ხოლო მისი ორწლიანი სასჯელის გასაჩივრება, 2025 წლის 18 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ეს კი შიშს იწვევს მედიის წარმომადგენლებს შორის, მათ მიმართ სამართლებრივი დევნის მზარდი გამოყენების გამო.

დღეს უცხოელი ჟურნალისტებიც სამიზნენი არიან. ფრანგ-გერმანელმა ფრილანსერმა რეპორტიორმა, მაქსიმ ჰანაკმა, „რეპორტიორების საზღვრებს გარეშეს“ განუცხადა, რომ ბოლო დროს პოლიცია მას ავიწროებდა, უთვალთვალებდა და ხელს უშლიდა გადაღებაში – ახალი ფენომენი, რომელიც დაშინების ტაქტიკის მზარდ გავრცელებაზე მიუთითებს. გახშირდა უცხოელი რეპორტიორებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვები, რაც დემოკრატიული რეგრესის დოკუმენტირებას უშლის ხელს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ – ბოლო ერთი წლის განმავლობაში დააჩქარა პრესის თავისუფლების შემზღუდავი კანონების მიღება, რომლებიც დიდწილად რუსეთში გამოყენებული პრაქტიკით არის შთაგონებული.

„2025 წლის გაზაფხულიდან „უცხოელი აგენტების“ კანონის ახალი ვერსია, ასევე გრანტებისა და მაუწყებლობის შესახებ კანონებში შეტანილი ცვლილებები, პირდაპირ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებულ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეს კიდევ უფრო ზრდის მათი სამართლებრივი დევნის საფრთხეს.

ანტიკორუფციულმა ბიურომ რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენებით დაიწყო გამოძიება მინიმუმ ექვსი დამოუკიდებელი მედიასაშუალების წინააღმდეგ. კერძო კომპანიები თავს იკავებენ მედიასთან თანამშრომლობისა და რეკლამის შეძენისაგან, შესაძლო ზეწოლის საფრთხის გამო.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი (GPB), რომელიც აქამდეც ხელისუფლების გავლენის ქვეშ იყო, მმართველი პარტიის რუპორად იქცა, დევნის იმ ჟურნალისტებს რომლებიც, მათი აზრით, არ ეთანხმებიან მაუწყებლის ღირებულებებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის ნაკლებობის და მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკის შესახებ ევროკომისიამ აღნიშნა გაფართოების შესახებ ანგარიშში, რომელიც 2025 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნდა.

ამ სტრატეგიის ცენტრში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია – რომელიც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“ ცოტა ხნის წინ, 2025 წლის პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაში დასახელდა. ივანიშვილი გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ხასიათის განსაზღვრასა და დაუსჯელობის კლიმატის დამკვიდრებაში.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, არსებული პრობლემების დაკნინება, „რეპორტიორები საზღვრების გარეშეს“ დიკრედიტაციითა და ორგანიზაციის „დიფ სთეითის“ ინსტრუმენტად მოხსენიებით სცადა.

დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე ეს თავდასხმა რეპრესიების უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილია. საქართველო „რეპორტიორების საზღვრებს გარეშეს“ მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში ორ წელიწადში 36 პოზიციით დაქვეითდა და 180 ქვეყნიდან და ტერიტორიიდან 114-ე ადგილი დაიკავა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელის, ჟან კაველის შეფასებით, „საქართველოს ხელისუფლება ატარებს პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დაშინებას, შევიწროებასა და სამართლებრივ დევნას.

„საქართველოს არ შეუძლია დამაჯერებლად განაცხადოს, რომ ის ევროკავშირს უახლოვდება, მაშინ როცა ფეხქვეშ თელავს პრესის თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და პლურალიზმს,“ – აცხადებს ჟან კაველი.

პოპულარული

ვიცოდით, პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი რომ არ დაიხარჯა – ანდრია ჯაღმაიძე

"ვიცოდით, პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი რომ არ დაიხარჯა"...

მალხაზ მაჩალიკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო 1000-ლარით დააჯარიმეს

მალხაზ მაჩალიკაშვილს საჯარო სივრცეში ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარის...

ჩამოდით, იარეთ ჩვენს რესტორნებში, შეადარეთ სად უფრ გემრიელია ქართული სამზარეულო, მოსკოვში თუ თბილიში -ზახაროვა

"ჩამოდით, იარეთ ჩვენს რესტორნებში, შეადარეთ სად უფრ გემრიელია ქართული...

ილაპარაკოს რაც უნდა, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია – კობახიძე ლილუაშვილზე

"ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ...

Bloomberg: მობილიზაციის შიშით, კრემლის ჩინოვნიკებს, აქტივები, ფარულად, საზღვარგარეთ გააქვთ

გამოცემა Bloomberg-ი დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთში, შიში არჩევნების...

მე დავბრუნდი. ყველა იმ კლოუნს, ვინც მთელი ეს დრო ზედმეტებს ლაპარაკობდა და ჩამომწერა – აი, აქ ვარ – ილია თოფურია

"საბოლოო სამედიცინო შემოწმება გავიარე. მე დავბრუნდი. ყველა იმ კლოუნს,...

„ოცნება“ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და ევროსაბჭოს სემინარის მსმენელთა „ტვინის გამორეცხვაში“ ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ იერიში არმაზ ახვლედიანის მიერ დაფუძნებულ თბილისის პოლიტიკური...

ყველა ამბავი

რუმინეთში თაღლითობის საქმეზე პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯორჯესკუ დააკავეს

რუმინეთში 1,1 მილიონი ევროს თაღლითობის საქმეზე დააკავეს ქვეყნის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ — პოლიტიკოსი, რომელმაც 2024 წლის არჩევნების...

Reuters: მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა

კომპანია „გაზპრომნეფტის“ კუთვნილმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა დროებით შეაჩერა. მიზეზი 20 სექტემბერს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად...

ამერიკული მედიასაშუალებები თეთრ სახლში დაშვების აკრძალვის გამო ტრამპს უჩივიან

აშშ-ის მედიასაშუალებები CNN, MS NOW და Politico აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავენ მას შემდეგ, რაც ტრამპმა...

„წამების ოთახი“, სკამზე მიბმული მამაკაცი და დაკავებული საქართველოს მოქალაქეები: სპეცოპერაცია ესპანეთში

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ქალაქ ესტეპონაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სავარაუდო „წამების ოთახი“ აღმოაჩინა და საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავა, მას შემდეგ,...

დამპირდნენ: “არცერთი დღე ციხეში, მრავალწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა”. გადამაგდეს – ღარიბაშვილი

ბიძინა ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობისა და მისდამი ჩემი დამოკიდებულების გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე და ჩავჯექი ციხეში, რადგან არ მინდოდა...

ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!“: ირაკლი ღარიბაშვილი

პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან რიგით მე-7 წერილს ავრცელებს და ცდილობს, საზოგადოებას მის დაკავებასთან და „გადაგდებასთან“ დაკავშირებული დეტალები...

ირლანდიიდან 43 საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს

The Irish Times-ის ინფორმაციით, ირლანდიიდან 43 საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს, მათ შორის იყო სამი არასრულწლოვანი. გაძევებულთა შორის 33 მამაკაცი და...

გაეროში კადაფსაც, ბაშარ ალ-ასადსაც უსმენდნენ – დათუნაშვილი კობახიძის ვიზიტზე

"დელეგიტიმაციით გამოწვეულ სასოწარკვეთილებას არაფერი არ აღწერს ისე კარგად, როგორც პროპაგანდისტული მცდელობა, ყველა ჯერზე გაყიდონ ნებისმიერი პროტოკოლური შეხვედრა, ნებისმიერი რიგითი,...

პენიტენციური პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ბრალდებას უარყოფს

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რონ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს ადგილი არ...

ფილიპინებში საქართველოსთან დაკავშირებული სავარაუდო სუროგაციის ტრეფიკინგის სქემა აღკვეთეს

ფილიპინების იმიგრაციის ბიურომ ნინოი აკინოს საერთაშორისო აეროპორტის (NAIA) პირველ ტერმინალში 15 სექტემბერს შეაჩერა და გადაარჩინა ფილიპინელი ქალი, რომელიც ადამიანით...

ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ – ნანა სანდერი

ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ, - ეს განცხადება 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა, ნანა სანდერმა სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.“მთელი თვეების...

მედიაომი თეთრ სახლში: CNN-ი, MS NOW და Politico დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივიან

ამერიკული მედიასაშუალებები — CNN-ი, MS NOW (ყოფილი MSNBC) და Politico — ერთობლივ სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის...