„ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა. რასაკვირველია, ჩვენ გაგვაჩნია არგუმენტები და მარტა კოსის განცხადება აბსოლუტურად უარგუმენტოა. როგორ შეიძლება რუსეთმა გაიმარჯვოს საქართველოში პოლიტიკურად, როცა ტერიტორიების 20%-ის ოკუპირებულია? მის ქვეყანას გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და ჩვენ ასეთი არ გაგვაჩნია. მარტა კოსი იქნება, თუ კუბილიუსი, იუკნევიჩიანე თუ ყველა სხვა – ესენი არიან ქართველთმოძულე, ანტიქართულად განწყობილი ადამიანები, ვინც სიტუაციას ისე ხატავს, თითქოს ჩვენ გვგულშემატკივრობს და რეალურად, უნდათ, რომ ცეცხლის მორევში გადაგვისროლოს, რათა მათ ქვეყნებს და ევროპის შუაგულს მოაკლდეს ის დაძაბულობა, რომელსაც რუსეთის აგრესია უქმნის“
ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა.















