ეს დასკვნა არის სრულიად კატასტროფული ქართული ოცნებისთვის და საქართველოს ისტორიაშიც მე არ მეგონა, თუ ასეთ დასკვნას ვნახავდი, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის. ამიტომ მხოლოდ ეს დასკვნაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ ქვეყანაში პოლიტიკური გადატვირთვის შესახებ. არა მხოლოდ ვილაპარაკოთ, არამედ ეს ვნახოთ. […]

ასეთი ტიპის რეკომენდაცია იშვიათად შეგვხვედრია კონვენციურ დარღვევებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ სწორედ ეს. ჰააგის სასამართლოსთვის ეს არის საკმარისი სამართლებრივი პრერეკვიზიტი, რომ დაიწყოს გამოძიება და დადგეს ცალკეულ პირთა პასუხისმგებლობა.

თქვა კოალიცია ცვლილებისთვისერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ “ტვ პირველთან” საუბრისას.