“ეს არის აბსოლუტურად ტყუილებზე დაფუძნებული ანგარიში და ამას დიდი ფასეულობა ჩვენთვის არ აქვს, თან რაღაც ვითომ მუქარებიც გაურიეს, რომ სასამართლოებში აპირებენ საერთაშორისოში წასვლას.
ჩვენ ამას მივესალმებით, ძალიან მომწონს ეს იდეა იმიტომ, რომ არანაირი მტკიცებულება იქ წარდგენილი არ იქნება. დარწმუნებული ვარ, ტყუილებზე არის დაფუძნებული და წარმდგენები სასამართლოდ გადავაქცევთ ამას, ჩვენ დავიწყებთ იმის მტკიცებას, ვინ გაავრცელა ეს ტყუილი ინფორმაცია, რა მიზნით.
რამდენიც ასეთი ტყუილი, ფეიკები წავიდნენ საერთაშორისო სასამართლოებში ეგრეთწოდებული რადიკალი ოპონენტები, რით დამთავრდა გახსოვთ. ასერომ, ეს მუქარები თავისთვის შეინახონ.















