ტაბახმელაში, მანქანაში მასწავლებლის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილ ქალს, სავარაუდოდ, ტყვია აქვს მოხვედრილი.
როგორც სკოლის დირექტორმა თქვა, პედაგოგი დილით სამსახურში უნდა მისულიყო, მისი არგამოცხადების შემდეგ კი დაიწყო ძებნა.
ამ ეტაპზე, დამატებითი დეტალები უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.















