„ნიკა მელიას მორიგი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, არსებით განსახილველად სასამართლოს გადაეცა. ეს ეპიზოდი ეხება სასამართლოს შეურაცხყოფას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე და ბრალდება თვეების შემდეგ წარედგინა.
მთავარი მტკიცებულება იყო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ვერ ადგენდა ხმის ვინაობას, რომლის საფუძველზეც ნიკას შეერაცხა აღნიშნული ბრალდება. თუმცა, საქმეში არის სასამართლოს თანამშრომლების – სხდომის მდივნის, მანდატურებისა და უსაფრთხოების თანამშრომლების ჩვენებები, რომლის საფუძველზეც, მოსამართლემ საქმე არსებით განსახილველად გადასცა. საქმის განხილვა 3 აპრილს ჩაინიშნა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნიკას მიმართ მერამდენე ბრალია, სათვალავი გვაქვს არეული. ნიკა არის პოლიტიკური პატიმარი. ასევე, 2 დღეში არის ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა, სადაც ნიკა ფიგურირებს, ისევე როგორც მთელი ოპოზიციური სპექტრი. ნიკა მელია ჩვენი გადმოსახედიდან არის ხელისუფლებისთვის მიუღებელი და იგი ყველაზე ხანგრძლივი დროით რჩება საპატიმროში. არ აქვს მნიშვნელობა სამართლებრივ საფუძვლებს, რა მუხლით და რა საქმით, სანამ არსებობს ნება, რომ ნიკა ციხეში იყოს, ის ციხეში იქნება“,
ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.










![არ არის შორს ის დღე, როცა მისი უწმინდესობის, კანონიზაციის [წმინდანად შერაცხვის] საკითხს დავაყენებთ – მეუფე ნიკოლოზი](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2020/07/MEUFENIKOLOZIIIKL-1-218x150.png)




