მაისში საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი განხორციელდება – განაცხადა ამის შესახებ, “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტმა, მაკა ბოჭორიშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
“…ჩვენც არაერთხელ აღგვინიშნავს და აღნიშნა ასევე სახელმწიფო მდივანმაც ჩვენთან საუბარში, რომ ის მემკვიდრეობა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას დახვდა საქართველოსთან ურთიერთობაში, არ არის მარტივი და არ იყო მარტივი ამ ნაბიჯების გადადგმა, რომ თუნდაც აქამდე მივსულიყავით, რომ ერთმანეთთან დაგვეწყო საუბარი და მოხარული ვართ, რომ ეს შედგა და შესაძლებელი გახდა, რომ ერთგვარად დავბრუნდეთ მაგიდასთან და გავაგრძელოთ საუბარი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია… მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში… ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთან დაიგეგმება შეხვედრები” – თქვა ბოჭორიშვილმა.















