“ოცნებამ“ სამარე საკუთარი ხელით გამოითხარა..პრობლემების მთელი სიღრმე გამოჩნდა” – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გორიციძემ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა,
“დიდი რიხით და გონორით იბარებდნენ იქ სუპერმარკეტების ხელმძღვანელებს, რომლებიც მათი შემომწირველები თუ კლანის წევრები არიან, ფარმაცევტულ ბიზნესს. დღეს აგერ ნავთობიმპორტიორები დაიბარეს, რომლებიც “ქართული ოცნების“ მოძალადე რეჟიმის ფუნდამენტის გამაძლიერებლები არიან. ჩათვალეს, რომ პროპაგანდისტულად, რაღაც ფორმით ისე მოამთავრებდნენ, რომ ფასების დაკლების ილუზია, მე მგონია არ ჰქონდათ, მაგრამ მოსახლოების გაბრიყვების იმედი ჰქონდათ. ყველაფერი უკან შემოუბრუნდათ. ყველა უყურებს ამ კომიკურ ფასების კომისიას და ხვდება, რომ მთავარი დამნაშავე არის “ოცნება“. ახლა მიხვდნენ, რომ სამარცხვინოდ დამარცხდნენ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.
საქართველო იქნება საჩვენებელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ფასების ასეთმა ადმინისტრაციულმა კამპანიამ უკუშედეგი გამოიღოს და ნაცვლად მისი მისი შემცირებისა, ბიძგი მისცეს მის ზრდას. თავიანთი ხელით ითხრიან სამარეს, რადგან პრობლემების მთელი სიღრმე გამოჩნდა. მაგალითად კრიპტოსაწარმოები – ერთი მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია შემოიტანა იმპორტირებული საქართველომ 2025 წელს, ეს რას ნიშნავს? იმპორტირებული ორჯერ ძვირია, ორჯერ იაფად აწვდის კრიპტოსაწარმოებს, რომლებიც 1 მილიარდს მოიხმარენ. მარტო გლდანში არსებული კრიპტოსაწარმო მოიხმარს 450 მილიონ კილოვატ საათს. ეს ტერიტორია უფრო მეტს მოიხმარს, ვიდრე მთელი კახეთი. ეს საწარმოები, გორში და გლდანში ივანიშვილს ეკუთვნის. ასეულ მილიონებით ღებულობენ ფულს, ენერგეტიკაში ტარიფებს აძვირებენ, ეს არის ერთი მაგალითი იმის, რომ დენზე ტარიფი არ გაძვირებულიყო, რაც მერე ავტომატურად ყველაფერს აძვირებს. ყველა ამ უზარმაზარი კრიპტო ვამპირების უკან დგას “ქართული ოცნება“, მათი პოლიტიკური ლიდერები და მათი ბიზნესი”. – განაცხადა გოცირიძემ.















