„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრს, გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ორივე პირი დამნაშავედ ცნო და მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დაამტკიცა.
“გელა ხასაიასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა – 1 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება და 3 წელი პირობითი. 7 თვეა ციხეშია. გელას მალე ვნახავთ, სექტემბერში გათავისუფლდება” – წერს მეგი დიასამიძე სოციალურ ქსელში.
ორივე პირს საპროცესო შეთანხმება შემდეგი პირობით გაუფორმდა: 1 წელი რეალური სასჯელი და 3 წელი პირობითი მსჯავრი.
ორივე მათგანი საპატიმროს სექტემბერში დატოვებს.















