დიპლომატიური კავშირების მიღმა ჩვენს ქვეყნებს აქვს განსაკუთრებული ურთიერთობები. მე ვარ სერბეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ჩამოვედი თქვენს ქვეყანაში და მადლობას გიხდით ასეთი თბილი მიღებისთვის. მადლობას გიხდით ასევე ამ ურთიერთობებისთვის.

საქართველოს ჩვენ ვუყურებთ არამხოლოდ როგორც მეგობარ ქვეყანასა და ერს, არამედ ჩვენ ხანგრძლივი მართლმადიდებლური ტრადიციები გაგვაჩნია და ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება პატრიარქ შიო მესამესთან მქონოდა ურთიერთობა. ჩვენი ძმური მართლმადიდებლური ურთიერთობა განსაკუთრებულია. ასევე მესმის, რამდენად შორს მიმავალია თქვენი ხედვა სამომავლოდ. ჩვენ მეგობრები ვართ და ყოველთვის პატივს ვცემთ ერთმანეთს.

გვქონდა შეხვედრები, სხვა ღონისძიებები, სადაც ძალიან თბილად ვურთიერთობთ. ჩვენ ყოველთვის გვესმის ერთმანეთის, იმ პოლიტიკის, რასაც ვახორციელებთ ჩვენს ქვეყნებში. მიხარია სერბეთის შედეგები და ვამაყობ იმითაც, რასაც თქვენ მიაღწიეთ, 2012 წლიდან დღემდე საქართველომ საოცარი შედეგები აჩვენა. ამას ვსაუბრობ სერბეთის სახელით, სერბეთის რესპუბლიკა აღიარებს თქვენს მიღწევებს. ზოგი ამას აღიქვამს ისე, რომ თავისთავად ასე უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. სერბეთში ყველამ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველ კვარტალში იყო 9.3 %. ჩვენ ვიცით, რომ ევროპას მსგავსი მაჩვენებელი არ გააჩნია და ჩვენც ვამაყობთ თქვენი ამ შედეგით. როდესაც პირველი კვარტალი დაჯამდება, ჩვენც ვნახავთ რა მაჩვენებლით გაიზარდა ჩვენთან ეკონომიკა, მაგრამ ვხედავთ საქართველოში რამხელა წინსვლაა და რა ტემპი აქვს საქართველოს განვითარებას. დასავლეთში ვამბობთ, რომ დასავლეთ ევროპაში ასეთი ტენდენცია რომ არსებობდეს, ასეთი ტემპი რომ იყოს ეკონომიკური განვითარების, საოცარი იქნებოდა.

ვამაყობ იმით, რაც ხდება საქართველოში, ძალიან მიხარია თქვენი მიღწევები და ბევრს ვსწავლობ თქვენგან. 12 % იყო მშენებლობის დარგში ზრდის მაჩვენებელი საქართველოში, ესეც განსაკუთრებული მაჩვენებელია, ტურიზმშიც ძალიან მაღალი იყო ზრდა. ჩვენ ვხედავთ, სად შეიძლება  ვისწავლოთ თქვენგან, რაზე უნდა ვიმუშაოთ სერბეთში უფრო მეტად, რომ თქვენს მაჩვენებლებს მივუახლოვდეთ. […]

მადლობას ვუხდი საქართველოს იმ მიღწევისთვის, რომელიც ეროვნული პოზიციის, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით აჩვენა. ძალიან ბევრი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ძალიან გაკვირდებათ, ყურადღებით სწავლობს საქართველოში არსებულ მიდგომებს და ისინი ცდილობენ, რომ გაუმჯობესდნენ.

განაცხადა ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით.