„ეს, ზოგადად, კარგი პროცესია. მე მგონი, „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს დაასწრებს და საკუთარ თავს თვითონვე გააუქმებს. რამდენიმე დღის წინ აპლიკაციის პრეზენტაცია ჰქონდათ. აპლიკაციით უნდათ ხელისუფლების ხელში აღება. ეს ცალკე კომიკური სიტუაციაა. შეიკრიბნენ 20 მ2-იან ოთახში და აპლიკაციებით აანონსებენ ხელისუფლების ხელში აღებას. არასერიოზული ხალხია. ეს არის ყველა იმ ადამიანის გზა, რომელიც არა საკუთარ ხალხს, არამედ სხვის ნათქვამს უსმენს”.

ამის შესახებ “ქართული ოცნების”  პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.