დამასკოში, იმ სასტუმროსთან ახლოს, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უნდა მისულიყო, 2 ბომბი აფეთქდა. საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, მაკრონს აფეთქების ხმაც არ გაუგია და ამ ფაქტს მის შეხვედრებზე გავლენა არ მოუხდენია.
გამოცემა Reuters-ის ცნობით, აფეთქება ხალხმრავალ ადგილას, სასტუმრო Four Seasons-ის მოპირდაპირე მხარეს მოხდა, სადაც მაკრონი სირიის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა.
აფეთქების შემდეგ, 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 პოლიციელი.















