უკრაინელებმა დრონებით ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშები მიიტანეს რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სალავათსა და კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპსკის დასახლებაში.
იწვის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი დაწესებულება, რომელიც გაზპრომს ეკუთვნის.
ეს ობიექტი ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს.
ხანძარია აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანის ტერიტორიაზეც.















