„მიმაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები ჩვენს დადასტურებას არ საჭიროებს. საუბარია სუვერენული სახელმწიფოს ხელმძღვანელზე, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და მის ხალხს წარმოადგენს. როგორც ჩანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე მიღებული ჰააგის დეკლარაციის შესახებ საუბრობდა, რომელშიც არაერთი რეზოლუციაა, მათ შორის საქართველოში „არადემოკრატიული“ არჩევნების შესახებ. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მსგავსი მოქმედება ჩვენთვის მოულოდნელი არ არის. ასამბლეამ უკვე დიდი ხანია აირჩია აგრესიის, აგრესიული რიტორიკისა და დესტრუქციული ქმედებების გზა და საპარლამენტთაშორისო დიალოგის მშენებლობაზე უარი თქვა“,
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზახაროვას ჰკითხეს “ეთანხმება თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეფასებას, რომელმაც ეუთო და ევროპული ინსტიტუტები ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობაში დაადანაშაულა“.















