რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდალზე ძებნა გამოაცხადა

რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდალზე, მიხაილ დრაპატიზე, რუსეთში ძებნა გამოცხადდა.  მიხაილ დრაპატი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა სიაშია შეყვანილი.

მანამდე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მიხაილო დრაპატის დაუსწრებლად წაუყენა ბრალი. უწყების ინფორმაციით, 2017 და 2019 წლებში ის ვიქტორ ნიკოლიუკთან ერთად უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციას ხელმძღვანელობდა. საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, მათი ხელმძღვანელობით განხორციელდა დონეცკისა და ლუგანსკის დასახლებული პუნქტების 70-ზე მეტი დაბომბვა, რის შედეგადაც 154 ადამიანის დაიღუპა და დაშავდა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის გადადგომისა და მის ნაცვლად მიხაილო დრაპატის დანიშვნის შესახებ განაცხადა.