სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოიშალა რასაც 1 ადამიანი ემსხვერპლა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა. საცხოვრებელი სახლის ეზოში რკინის კონსტრუქციას აგებდნენ, რომელიც ჩამოიშალა და ახალგაზრდა დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.