ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაასანქცირა – ტრანზაქციების აკრძალვა 6 თვეში შევა ძალაში

spot_imgspot_img

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დამტკიცებული სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა, რომლის  ფარგლებშიც EU-მ ტრანზაქციები აუკრძალა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რაც ძალაში 6 თვეში შევა იმ შემთხვევაში, თუ ბლექ სი პეტროლიუმი (BSP) რუსულ ნავთობს არარუსული წარმოშობის ნედლეულით არ ჩაანაცვლებს და ევროკავშირთან აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

პაკეტი, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ინდივიდუალური ჩამონათვალების ყველაზე დიდი რაოდენობაა, 218 ახალ სუბიექტს მოიცავს — 48 ფიზიკურ და 170 იურიდიულ პირს.

რას ითვალისწინებს გადაწყვეტილება

პაკეტი ითვალისწინებს შესაძლებლობას, აეკრძალოს ტრანზაქციები რუსეთსა და მესამე ქვეყნებში მდებარე იმ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან, რომლებიც რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს ამუშავებენ ან ასუფთავებენ. სწორედ ამ ჩარჩოში დააწესა ევროკავშირმა ტრანზაქციების აკრძალვა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელსაც ევროკავშირი რუსული ნავთობის ვაჭრობასა და გადამუშავებაში ადანაშაულებს. 

ნავთობის სექტორში, საერთო ჯამში, დასანქცირდა 18 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი — მათ შორის რუსეთის სამი და ბელარუსის ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ასევე ბელარუსული ნავთობპროდუქტების რუსეთში გასაყიდად შექმნილი კომპანია. პაკეტმა ტრანზაქციების აკრძალვას დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაამატა ხუთი ნავთობით მოვაჭრე პირიც.

რა პირობითობა ახლავს აკრძალვას

ევროკავშირიმაღალჩინოსნის განმარტებით, თუ ქარხნის მფლობელი და ოპერატორი კომპანია — ბლექ სი პეტროლიუმი (BSP) — ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირთან აღებულ ვალდებულებას შეასრულებს და რუსულ ნავთობს არარუსული წარმოშობის ნედლეულით ჩაანაცვლებს, ევროკომისია ევროკავშირის საბჭოს წინადადებით მიმართავს ქარხნის სანქციების სიიდან ამოღების თაობაზე. საწინააღმდეგო შემთხვევაში, აკრძალვა ძალაში დარჩება.

BSP-მ ივლისის დასაწყისში განაცხადა, რომ 2026 წლის აგვისტო-სექტემბრიდან ქარხანა სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებაზე გადავა.

  • ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირება რამდენიმე თვის წინაც იგეგმებოდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში. თუმცა, მაშინ ყულევი სანქციების სიიდან ამოიღეს.
ევროკავშირმა განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები იკისრა“. ეს ეწერა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის წერილში, რომელიც მან მაკა ბოჭორიშვილს გაუგზავნა.
„საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ისინი შეწყვეტდნენ ამ რეექსპორტს და ჩვენ ვაგრძელებთ მკაცრ მონიტორინგს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს პრაქტიკაში მართლაც სრულდება“, – განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა, შივონ მაკგარმა „პუბლიკის“ შეკითხვის პასუხად 12 მარტს, ასევე 16 მარტს.
ინფორმაცია, რომ საქართველოში მდებარე ყულევის პორტი შესაძლოა შესულიყო რუსეთის მიმართ სანქციების მე-20 პაკეტში, თავდაპირველად „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა 2026 წლის 9 თებერვალს.
23 თებერვალს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიას „სრული ინფორმაცია მიაწოდა“ და რომ აღნიშნული ინფორმაცია „ადასტურებს, რომ ყულევში არ ირღვევა სანქციების რეჟიმი“.
კობახიძე ამბობდა, რომ ნავთობის „ექსპორტი გაიზარდა, მაგრამ სასანქციო რეჟიმი არ ირღვევა“

spot_imgspot_img

პოპულარული

ტრამპს Truth Social-ზე პოსტების მონეტიზაციის გამო უჩივლეს

ამერიკულმა საინფორმაციო გამოცემა The Intercept-მა და არაკომერციულმა ორგანიზაცია Freedom...

სოხუმის რეჟიმი: გადავწყვიტეთ, ხელი არ შევუშალოთ საქართველოდან საწვავის შემოტანას

„აფხაზეთის ხელისუფლება არ შეუშლის ხელს საქართველოდან საწვავის შემოტანას“ —...

დამწყები მძღოლებისთვის სპეციალური გამოსაცდელი პერიოდის დანერგვა იგეგმება.მათთვის სანქციები უფრო მკაცრი იქნება

2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიაში, რომელიც მთავრობამ 5...

გლოვოს კურიერზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპანია ,,გლოვოს” კურიერზე თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას...

ჯო ბაიდენის სიმსივნე პროგრესირებს – ამის შესახებ მისმა შვილმა განაცხადა

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პროსტატის კიბომ მრავლობითი მეტასტაზები...

აშშ–მა საქართველოში რეგისტრირებული კომპანია დაასანქცირა, რომელიც ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან იყო დაკავშირებული

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC)...

გეგელია კობახიძეზე: ეს არის წინასწარ გაცხადებული საბოტაჟის ქრონიკა. პრემიერი ერის წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და...
spot_img

ყველა ამბავი

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა. ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ BM.GE-ის განუცხადა.„სანამ ეს კრიზისი...

რომან გოცირიძე: ფხაზეთში საწვავის შეტანა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით მოხდა

ვისოლი, გალფი, სოკარი, რომპეტროლი, ლუკოილი-აქედან ერთ-ერთი არის ის კომპანია, რომელმაც ოკუპანტებს დახმარების ხელი გაუწოდა. გუშინ სოჭში საწვავზე 15 საათიანი...

6 კითხვა ირაკლი კობახიძეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.პარტიის წევრმა შალვა კერესელიძემ ირაკლი კობახიძეს ამ საკითხზე სადეპუტატო შეკითხვით მიმართა.კობახიძესთან...

„ტროლები“ ირაკლი კობახიძის მხარდასაჭერად

230 „ტროლი“, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებებს „ალაიქებდა“ „მითების დეტექტორმა“ გამოავლინა.ამ ყალბი ანგარიშებით სოციალურ ქსელში კობახიძის იმ განცხადებებს იწონებდნენ, რომელიც...

პუტინი ჯავშანმატარებლით გადაადგილდება და მოსკოვში „ყალბ“ კორტეჟებს დაატარებს, რათა უკრაინულ დრონებს დაემალოს, — NYT

The New York Times წერს, რომ კრემლის ბინადრის პარანოია ახალ დონეზე გადავიდა. ახლა პუტინი უპირატესობას ანიჭებს საიდუმლო ჯავშანმატარებელს, რომელიც...

გლოვოს კურიერზე თავდასხმისთვის კიდევ 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი...

რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა 50 კომპანიის გატეხვის შესახებ განაცხადეს

ჰაკერულმა დაჯგუფება Cl0p-მა, რომელსაც მედიაში რუსეთთან აკავშირებენ, განაცხადა, რომ თითქმის 50 გლობალური კომპანიის ინფორმაცია მოიპარა. მათ შორის არიან Philips,...

ნოვოროსიისკის სამივე მარცვლეულის ტერმინალის მუშაობა შეჩერებულია

ნოვოროსიისკის პორტის მარცვლეულის ტერმინალმა КСК–მ თანამშრომლებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ოპერაციების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მანამდე დრონებით თავდასხმების...

შამანი, რომელიც კრემლიდან პუტინის „განდევნას“ გეგმავდა, სასამართლომ ისევ ფსიქიატრიულში დატოვა

იაკუტიის სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ცნობილი იაკუტელი შამანის, ალექსანდრ გაბიშევის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადის გაგრძელების შესახებ.სასამართლო კოლეგიამ უარი თქვა...

გერმანიის ახალი ელჩი: არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან

არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან - გერამანიის ახალი ელჩის ბარბარა ფოსის კომენტარს საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.„არსებული...

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შპს „სოლიდუსმა“ შეიტანა

ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ მიაწოდა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ საწვავის მიწოდება „სპეციალური...

პუტინის ვიზიტი სადაო კუნძულზე და მედვედევი: იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის

„იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის, კურილის კუნძულები იყო, არის და იქნება რუსეთის ტერიტორია“ - ეს განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს...