EU-ს სანქციების 21-ე პაკეტი საქართველოში რეგისტრირებულ კრიპტოპლატფორმებსაც შეეხო

spot_imgspot_img

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, თითქმის ორკვირიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცეს, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ კრიპტოპლატფორმებზეც ვრცელდება.

შეზღუდვები კრიპტოსექტორზე და ქართული პლატფორმები

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირმა ტრანზაქციების აკრძალვის სიაში დამატებით 32 რუსული ბანკი, კრიპტოფირმები და ნავთობით ვაჭრობის პლატფორმები შეიყვანა.

ევროკავშირის მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ სანქცირებული კრიპტოფირმების სია, რომელიც ჯამში 14 სუბიექტისგან შედგება, მოიცავს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ რამდენიმე კრიპტოპლატფორმასაც.

სანქციების მიზანია იმ საერთაშორისო პლატფორმების შეზღუდვა, რომლებსაც ევროკავშირი დასანქცირებული სუბიექტების მომსახურებასა და ფინანსური შეზღუდვების გვერდის ავლით დახმარებაში ადანაშაულებს. აღნიშნულ სიაში, საქართველოს გარდა, მოხვდნენ ბელარუსის, პანამის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, მარშალის კუნძულებისა და ყირგიზეთის ტერიტორიაზე მოქმედი კრიპტოპლატფორმები.

“ჩვენი 21-ე პაკეტი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სანქცირებულთა ყველაზე დიდ რაოდენობას მოიცავს. ჩვენ დარტყმას ვაყენებთ ასზე მეტ ბანკსა და კრიპტოოპერატორს, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 40-ზე მეტ გემსა და რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთსა და ბელარუსში. შეიყვანეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის 50-ზე მეტი სუბიექტი — საკვანძო აქტორები, რომლებიც ჩართულნი არიან რუსეთის შორ მანძილზე მოქმედი დრონების წარმოებაში. რუსეთი უკანონო ომის დასასრულებლად და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვის შესაჩერებლად მოლაპარაკებებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ მასზე ზეწოლა განხორციელდება. სანქციები კი ამ ზეწოლას ზრდის.“ – კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და საგარეო საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე.

უთანხმოება საბერძნეთთან და მიღწეული კომპრომისი

ახალ პაკეტზე შეთანხმების პროცესი რამდენიმე კვირით შეფერხდა საბერძნეთის პოზიციის გამო. ათენი ითხოვდა იმ შეზღუდვების შერბილებას, რომლებიც ევროპული კომპანიების მიერ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მესამე ქვეყნებში გადაზიდვას ეხებოდა.

საბოლოოდ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა კომპრომისულ ვარიანტს მიაღწიეს: შეზღუდვები არ გავრცელდება იმ კონტრაქტებზე, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვლამდე — რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე იყო დადებული.

ევროკავშირი აცხადებს, რომ განახლებული სანქციებით განაგრძობს რუსეთის ომის ეკონომიკაზე ზეწოლას და კეტავს იმ ფინანსურ თუ ტექნოლოგიურ ხვრელებს, რომლებითაც მოსკოვი სანქციების არიდებას ცდილობს.

spot_imgspot_img

პოპულარული

გომის მთაზე მიკროავტობუსი ტურისტებით ხრამში გადავარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ამ დროისთვის შსს ადასტურუებს 4 ადამიანის გარდაცვალებას გომისმთაზე მომხდარი...

სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია. სად და რა პირობებით არის შესაძლებელი მათი შეძენა

შპს “საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ სასკოლო ფორმები უკვე...

რატომ გვიანდება ინფრასტრუქტურული პროექტები წლობით?

 რასთან გვაქვს საქმე, როცა პროექტის შესრულება დათქმულ ვადას ოთხი...

მხარდაჭერა უკრაინას რუსეთის დაგმობის გარეშე – როგორ ჩაიარა ზელენსკის ვიზიტმა სერბეთში

უკრაინის პრეზიდენტი სერბეთს ვიზიტით ეწვია — პირველად შვიდი წლის...

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა....

კობახიძის განცხადების გამო ცხინვალის რეჟიმი აგრესიაში დამნაშავედ ქართული სახელმწიფოს გამოცხადებას მოითხოვს

ცხინვალის რეჟიმი თვლის, რომ საქართველომ კობახიძის სახით აღიარა სააკაშვილი...

შსს–მ ჩინეთის 2 მოქალაქე დააკავა, რომლებმაც თვითმფრინავის ბორტზე 2 მგზავრს თანხა მოპარეს

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.შსს–ს...
spot_img

ყველა ამბავი

თბილისის მერია ძლიერი წვიმის შედეგებზე: დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

თბილისის მერია წუხელ მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის სხვადასხვა უბნების დატბორვასთან და ინფრასტრუქტურის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:“დედაქალაქში 14 აგვისტოს...

ვენესუელას ხელისუფლებამ 131 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა

ვენესუელაში დროებით მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ 131 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, გათავისუფლებული პირები მანამდე დაკავებული...

იტალიაში რენუარის, სეზანის და მატისის მოპარული ტილოები იპოვეს

იტალიის პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლში რენუარის, სეზანისა და მატისის სამი ნახატი აღმოაჩინა, რომლებიც მარტში პარმასთან მდებარე კერძო მუზეუმიდან მოიპარეს....

სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით...

ტრამპი: აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტე საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჰორმუზის სრუტის ამერიკის ტერიტორიად გამოცხადებას გეგმავს. ასეთმა ნაბიჯმა შესაძლოა რეგიონში ამერიკული ძალების განუსაზღვრელი ვადით განთავსება მოითხოვოს. ირანი...

ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის თავზე შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევის დროს ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ლატვიის საჰაერო სივრცეში მოხვდა. ის ნატოს გამანადგურებლებმა გაანადგურეს, განაცხადა ლატვიის...

ნინო სუხიშვილის მიმართვა: ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი

„ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი“ - ამის შესახებ ნინო სუხიშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს.ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ანსამბლის...

ლავროვი: ვერ გავჩერდებით, პასუხისმგებლები ვართ რუსეთის ათასწლოვანი ისტორიის წინაშე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ომის მიმდინარეობასა და დასავლეთის როლზე საუბრისას კატეგორიულად უარყო ფრონტის არსებულ ხაზზე კონფლიქტის გაყინვის...

სააკაშვილი: ივანიშვილი რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისა და ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის ემზადება

ივანიშვილი ემზადება რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის, ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის, -აფხაზეთის და ცხინვალის სუბიექტად აღიარებისთვის - ამის შესახებ...

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა. ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ BM.GE-ის განუცხადა.„სანამ ეს კრიზისი...

რომან გოცირიძე: ფხაზეთში საწვავის შეტანა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით მოხდა

ვისოლი, გალფი, სოკარი, რომპეტროლი, ლუკოილი-აქედან ერთ-ერთი არის ის კომპანია, რომელმაც ოკუპანტებს დახმარების ხელი გაუწოდა. გუშინ სოჭში საწვავზე 15 საათიანი...

6 კითხვა ირაკლი კობახიძეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.პარტიის წევრმა შალვა კერესელიძემ ირაკლი კობახიძეს ამ საკითხზე სადეპუტატო შეკითხვით მიმართა.კობახიძესთან...