მივმართავ მეუფე შიოს: განა არ გაქვთ იმდენი  ავტორიტეტი, რომ მუშტის გარეშე იყოს დაცული ჩვენი რწმენა, რომელიც აქამდე მოგვიტანია? – სევდია უგრეხელიძე

spot_imgspot_img

მივმართავ მეუფე შიოს: განა ჩვენი ეკლესია მუშტით დაცვას საჭიროებს? განა არ გაქვთ იმდენი ზეგავლენა და ავტორიტეტი, რომ მუშტის გარეშე იყოს დაცული ჩვენი რწმენა, რომელიც აქამდე მოგვიტანია? – ასე მიმართავს “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სევდია უგრეხელიძე პატრიარქს, რითაც ამავე დროს, MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის განცხადებას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ “ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვის მიზნით, თანამოაზრეებთან ერთად ახალ მოძრაობას აფუძნებს”.

„როგორც ჩანს, საქართველოს უპირებენ ძალადობის სპირალის ახალ საფეხურზე შეყვანას. სამწუხაროდ, ჩნდება ეჭვი, რომ ეს სწორედ ხელისუფლების მითითებით ხდება. ამ ხელისუფლებისგან სხვადასხვა ეტაპზე მოძალადე ჯგუფების დაორგანიზებას ჩვენ ვართ მიჩვეული. ახალი „არტ ინფო“, ახალი მოძალადე ჯგუფები აპირებენ თავისი შეხედულებით, სრულიად გაურკვეველი მიზეზით იძალადონ ყველაზე, ვინც კი არ მოეწონებათ. სხვას არაფერს ნიშნავს გიორგი ქართველიშვილის განცხადება, რომელიც არის სრულიად ამორფული. არავითარ კონკრეტიკას არ შეიცავს როგორ აპირებს ქართული სიწმინდეებისა და ეკლესიის დაცვას. ეს არის ანტიკონსტიტუციური. თუ ეს არ არის ხელისუფლების დაკვეთა და ხელისუფლების მესიჯი, მაშინ ის საგამოძიებო ორგანოებმა უნდა დაიბარონ და განსაზღვრონ მისი საქმიანობის მიმართულებაში რას გულისხმობს.

საქართველოში გუშაგთა კორპუსის შექმნა უნდათ, გუშაგთა კორპუსის ფილიალის. ალბათ ტყუილად არ გვქონდა ირანთან ასეთი ახლო კონტაქტები, ჩვენს ფაქტობრივ ხელისუფლებას. ახლა უნდათ, რომ ისინი როგორც იცავენ თავიანთ რელიგიას, ისე დაიცვან მართლმადიდებლობა საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში მართლმადიდებლობას არავის დაცვა არ სჭირდება. ის არის ძალიან კარგ კონდიციაში. საპატრიარქომ და კონკრეტულად პატრიარქმა ამაზე უნდა მოახდინოს რეაგირება.

მივმართავ მეუფე შიოს: განა ჩვენი ეკლესია მუშტით დაცვას საჭიროებს? განა არ გაქვთ იმდენი ზეგავლენა და ავტორიტეტი, რომ მუშტის გარეშე იყოს დაცული ჩვენი რწმენა, რომელიც აქამდე მოგვიტანია? – მგონი, არა! ვფიქრობ, საპატრიარქომაც უნდა მოახდინოს რეაგირება და მოუწოდოს და დაგმოს ეს მიზნები, თუ ის არ არის საგანგებოდ ხელისუფლების მიერ მომზადებული ამ ძალადობისთვის. ჩვენ გვიმზადებენ ახალ და ბევრ ლაშქარავას. როგორც ჩანს ჩემგან, ამ ხნის ადამიანისგან, რომელიც მაშინ ვიცავდი და მივდევდი მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, როდესაც აკრძალული იყო და როდესაც „კა გე ბე-ში“ იბარებდნენ ჩემს მშობლებს, უნდათ დაცვა იმ ეკლესიის, რომელიც აქამდე მოვიტანეთ.

მივმართავ ყველა იმ ორგანოს, რომელიც ამით უნდა ინტერესდებოდეს. თუ ეს არ არის ხელისუფლების წარმართული და დაგეგმილი ძალადობა და მის მიერ შექმნილი გუშაგთა კორპუსი, საჩქაროდ დაიბარონ და საზოგადოებას აცნობონ იმ შედეგების შესახებ, რა ზეგავლენა მოახდინეს, რას აპირებენ მომავალში მისი უკანონო ქმედებების შესაზღუდად. ფაქტია, რომ გიორგი ქართველიშვილი სრულიად არაქართული წესებით, მუშტით აპირებს მთელს საქართველოში ოქტაგონის მოწყობას. მხედრიონსაც არ შევადარებდი. მხედრიონი სამშობლოს დასაცავადაც იბრძოდა, ისინი მხედრიონსაც ვერ გაუსწორდებიან ასეთი მიზნებით“, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

spot_imgspot_img

პოპულარული

რა ინფორმაციას ავრცელებს შსს 2014 წელს გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე

2014 წელს გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ...

გომის მთაზე მიკროავტობუსი ტურისტებით ხრამში გადავარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ამ დროისთვის შსს ადასტურუებს 4 ადამიანის გარდაცვალებას გომისმთაზე მომხდარი...

რატომ იზრდება ირანული კომპანიების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ირანული ინვესტიციების მოცულობა?

8 აგვისტოს აშშ-ის მიერ საქართველოში რეგისტრირებული კრიპტოკომპანიის დასანქცირების შემდეგ...

სააკაშვილი: ივანიშვილი რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისა და ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის ემზადება

ივანიშვილი ემზადება რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის, ანტი-დასავლური...

აზერბაიჯანი ევროპისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას გეგმავს — ერთადერთი გზა საქართველოსა და თურქეთზე გადის

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყანას ევროპულ ბაზარზე...

ნოვოროსიისკის სამივე მარცვლეულის ტერმინალის მუშაობა შეჩერებულია

ნოვოროსიისკის პორტის მარცვლეულის ტერმინალმა КСК–მ თანამშრომლებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების...

ტრამპს Truth Social-ზე პოსტების მონეტიზაციის გამო უჩივლეს

ამერიკულმა საინფორმაციო გამოცემა The Intercept-მა და არაკომერციულმა ორგანიზაცია Freedom...
spot_img

ყველა ამბავი

სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით...

ტრამპი: აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტე საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჰორმუზის სრუტის ამერიკის ტერიტორიად გამოცხადებას გეგმავს. ასეთმა ნაბიჯმა შესაძლოა რეგიონში ამერიკული ძალების განუსაზღვრელი ვადით განთავსება მოითხოვოს. ირანი...

ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის თავზე შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევის დროს ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ლატვიის საჰაერო სივრცეში მოხვდა. ის ნატოს გამანადგურებლებმა გაანადგურეს, განაცხადა ლატვიის...

ნინო სუხიშვილის მიმართვა: ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი

„ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი“ - ამის შესახებ ნინო სუხიშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს.ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ანსამბლის...

ლავროვი: ვერ გავჩერდებით, პასუხისმგებლები ვართ რუსეთის ათასწლოვანი ისტორიის წინაშე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ომის მიმდინარეობასა და დასავლეთის როლზე საუბრისას კატეგორიულად უარყო ფრონტის არსებულ ხაზზე კონფლიქტის გაყინვის...

სააკაშვილი: ივანიშვილი რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისა და ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის ემზადება

ივანიშვილი ემზადება რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის, ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის, -აფხაზეთის და ცხინვალის სუბიექტად აღიარებისთვის - ამის შესახებ...

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა. ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ BM.GE-ის განუცხადა.„სანამ ეს კრიზისი...

რომან გოცირიძე: ფხაზეთში საწვავის შეტანა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით მოხდა

ვისოლი, გალფი, სოკარი, რომპეტროლი, ლუკოილი-აქედან ერთ-ერთი არის ის კომპანია, რომელმაც ოკუპანტებს დახმარების ხელი გაუწოდა. გუშინ სოჭში საწვავზე 15 საათიანი...

6 კითხვა ირაკლი კობახიძეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.პარტიის წევრმა შალვა კერესელიძემ ირაკლი კობახიძეს ამ საკითხზე სადეპუტატო შეკითხვით მიმართა.კობახიძესთან...

„ტროლები“ ირაკლი კობახიძის მხარდასაჭერად

230 „ტროლი“, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებებს „ალაიქებდა“ „მითების დეტექტორმა“ გამოავლინა.ამ ყალბი ანგარიშებით სოციალურ ქსელში კობახიძის იმ განცხადებებს იწონებდნენ, რომელიც...

პუტინი ჯავშანმატარებლით გადაადგილდება და მოსკოვში „ყალბ“ კორტეჟებს დაატარებს, რათა უკრაინულ დრონებს დაემალოს, — NYT

The New York Times წერს, რომ კრემლის ბინადრის პარანოია ახალ დონეზე გადავიდა. ახლა პუტინი უპირატესობას ანიჭებს საიდუმლო ჯავშანმატარებელს, რომელიც...

გლოვოს კურიერზე თავდასხმისთვის კიდევ 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი...