სამხედრო დანაყოფის ინფორმაციით, კავშირი ფრენისას ზოგჯერ 10–20 წამით წყდებოდა იმ შემთხვევებშიც, როდესაც დრონები საათში 110–120 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობდნენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წყაროს განცხადებით, შეზღუდვა ლოგისტიკასა და დრონების გარკვეული ოპერაციების ჩატარებას მნიშვნელოვნად ართულებს.
ბესკრესტნოვმა შეზღუდვის შესაძლო მიზეზზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება, მისი შეფასებით, მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება.
„სპეისიქსს“ შეზღუდვასთან დაკავშირებით საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.


