არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2019-2021 წლებში ქუთაისის მერიამ თითქმის ₾179 000 ჭამა-სმაში გადაიხადა.
მათი განცხადებით, ქუთაისში 8 077 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და რესტორნებში დახარჯული თანხა 248 მათგანის 1 წლის შემწეობას უდრის.
ორგანიზაციის ცნობით, სხვადასხვა ხარჯებს შორის, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიწევა, აღსანიშნავია წარმომადგენლობითი ხარჯები, რომელიც მოიცავს მიღებებსა და ოფიციალურ სადილებზე, წვეულებებსა და ღონისძიებებზე, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებზე დახარჯულ თანხას.
“2019-21 წლებში ქუთაისის მერიის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა ჯამში შეადგინა 348 129 ლარი – 2019 – 249 336 ლარი, 2020 – 93 973 ლარი, 2021 – 28 636 ლარი.
“აქედან სარესტორნო მომსახურების ხარჯებმა 178 820 ლარი შეადგინა, სუვენირების შეძენა ქუთაისის მერიას 90 367 ლარი დაუჯდა, 18 183 ლარი ტრანსპორტირების ხარჯებმა, ხოლო 7 500 ლარი სასმელი წყლის ხარჯებმა შეადგინა.
აღსანიშნავია იმავე წლებში ქუთაისის ბიუჯეტიდან შშმ პირთა დახმარებისთვის გაწეული ხარჯები, რომელმაც ჯამში 125 800 ლარი შეადგინამ ანუ გაცილებით ნაკლები ვიდრე მერიის მიერ რესტორნებში დახარჯული თანხა”,- აცხადებს ფლანგვის დეტექტორი.