2021 წელს მაგთიკომი განათლების მხარდამჭერი ახალი პროექტით იწყებს

მაგთიკომი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, ახალ სოციალურ პროექტს იწყებს – ქვეყნის ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მაგთის 20 გიგაბაიტიან მობილურ ინტერნეტპაკეტს შეღავათიან ფასად – 10 ლარად მიიღებენ.

პროექტის მიზანია, ქვეყანაში არსებული პანდემიის პირობებში, დისტანციური სწავლებისას,
საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყვნენ ხელმისაწვდომი, მაღალხარისხიანი მობილური
ინტერნეტკავშირით.

„20 GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად
და ინტერნეტრესურსების მოსაძიებლად. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებისა და
გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო
ბიზნესს შორის თანამშრომლობა, სოლიდარობის გამოვლენა“, – აცხადებენ განათლების
სამინისტროში.

მასწავლებლები და მოსწავლეები შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას 2020-2021 სასწავლო
წლის ბოლომდე შეძლებენ. პაკეტით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების
მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ
პლატფორმაზე mobile.emis.ge მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით,
დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული
პაკეტი.

„დისტანციური სწავლების პაკეტი“ – ასე ჰქვია შეღავათიან პაკეტს, რომლის შეძენაც 18
იანვრიდან ნებისმიერი სიხშირითაა შესაძლებელი მაგთის მობილური აპლიკაციიდან – MyMagti
ან კოდით *172# OK. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება შეძენიდან 30 დღით.
მაგთიკომი აქტიურად არის ჩართული საქართველოში კორონავირუსით წარმოქმნილი
სირთულეებისა და გამოწვევების დაძლევაში. ამ მიზნით კომპანიამ- 3 მილიონი ლარი გადარიცხა StopCoV ფონდში;

– უფასო კავშირი უზრუნველყო ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა  და
წითელი ჯვრის ცხელ ხაზებთან;

– უფასო SMS შეტყობინებების გავრცელებით ხელი შეუწყო მოსახლეობის ინფორმირებას. 2020 წლის 16 მარტიდან 2021 წლის 1 იანვრის ჩათვლით, მაგთიკომმა 454,823 ლარის ღირებულების SMS დააგზავნა საქართველოს მთავრობის მიერ მოწოდებული
ინფორმაციის და ვირუსის პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;

– ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზე, კომპიუტერეული ტექნიკით
უზრუნველყო COVID-19 პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი დამატებითი
ქოლცენტრები.

მაგთიკომისათვის წლებია, პრიორიტეტული მიმართულებაა საგანმანათლებლო პროექტების
მხარდაჭერა. „მაგთი განათლებისთვის“ – ასე ჰქვია მიმართულებას, რომელიც უამრავ იმ
პროექტს აერთიანებს, რომელიც ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერას და მოტივირებას ისახავს
მიზნად. ასეთებია: „მაგთის სტიპენდია” პირველკურსელებს, „მაგთის საზაფხულო სამუშაო
სტუდენტებს“, ქართული მწერლობის, ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით გამოცემული
წიგნების გადაცემა საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებს, თანამშრომლობა საერთაშორისო
საგანმანათლებლო პლატფორმასთან „ხანის აკადემია“, „კინგსის ოლიმპიადის“ მხარდაჭერა,
სკოლის მოსწავლეებისთვის „მაგთის ციფრული ოთახის“ გახსნა, რომელიც აღჭურვილია
სმარტ პროექტორით, დაფით, ინტერაქტიული მაგიდებით და ვირტუალური
ლაბორატორიებით, „ირმის ნახტომი“ – პირველად საქართველოში მაგთიკომის მხარდაჭერით
განხორციელებული საჯარო სკოლების ინტერნეტიზაციის პროექტი   და პირველად
ჩატარებული ელექტრონული გამოცდები.

„მოხარული ვართ, რომ „დისტანციური სწავლების პაკეტი” 18 იანვრიდან შესაძლებლობას
აძლევს საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს,
მიიღონ მაგთის მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტი შეღავათიანი ტარიფით”, –
აცხადებენ მაგთიკომში.