კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 18:29

ყოველდღიური არქივი: 20:27, 18-03-2023

დავით კაჭარავას მხარდაჭერას ვუცხადებთ – სპორტის სამინისტრო

''კაჭარავამ და მისი თაობის მორაგბეებმა ქართული რაგბის განვითარებას მტკიცე საფუძველი ჩაუყარეს'' - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ყოფილ მორაგბეს, "რაგბის კავშირის" თავმჯდომარესა და პარლამენტის მოქმედ წევრს, დავით კაჭარავას მხარდაჭერას უცხადებს. "საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ვეტერან "ბორჯღალოსანს", ერთ-ერთ გამორჩეულ მორაგბეს, დავით კაჭარავას, მხარდაჭერას უცხადებს და მკაცრად გმობს მის მიმართ სხვადასხვა მედიასაშუალებით თუ სოციალური ქსელით გავრცელებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს. დავით კაჭარავა "ბორჯღალოსანთა" იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც ქართული სპორტის გულშემატკივარს არაერთი დაუვიწყარი წუთი აჩუქა და თავის ქვეყანას ისტორიული გამარჯვებები მოუტანა. დავით კაჭარავა ის მორაგბეა, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კვართით ოთხ მსოფლიოს თასზე ითამაშა (2007, 2011, 2015, 2019 წლებში) და საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს თასზე ნამიბიასთან მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებაში თავისი წვლილი ლელოთი შეიტანა. ის არის სპორტსმენი, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კვართით 122 თამაში ჩაატარა, 125 ქულა დააგროვა და "ბორჯღალოსნებთან" ერთად 11-ჯერ მოიგო "რაგბი ევროპის" ჩემპიონატი, სხვა მეტოქეებთან ერთად, რუსეთის ნაკრების დამარცხებითაც. კაჭარავამ და მისი თაობის მორაგბეებმა ქართული რაგბის განვითარებას მტკიცე საფუძველი ჩაუყარეს. მათი თავდადების საუკეთესო გამოძახილი იყო შარშან ჩვენი ნაკრების მიერ ორი ელიტური ნაკრების - იტალიისა და უელსის დამარცხება და დღეს ამ ადამიანის შეურაცხყოფა ჩრდილს აყენებს არა მარტო მას, არამედ ქართულ რაგბის, რომელმაც საქართველოს არაერთხელ მოუტანა დიდი სიხარული. დღეს დავით კაჭარავასა და, საზოგადოდ, ქართულ რაგბის მშვიდი, სტაბილური გარემო სჭირდებათ იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები საფრანგეთში გასამართი (8 სექტემბერი-28 ოქტომბერი) მსოფლიოს თასისთვის საუკეთესო პირობებში მოემზადოს და იქ ქართული რაგბის ახალი ისტორია დაწეროს", -...

კრემლი მზადაა კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარებისთვის, თუმცა სანქციების მოხსნის შემდეგ – ზახაროვა

"ეს სხვა არაფერია, თუ არა ულტიმატუმის მოთხოვნები ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომლებიც მოწყვეტილია რეალობას. მათ შორისაა ჯარების გაყვანა რუსეთის რეგიონებიდან - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და...

ტრამპი ამბობს, რომ მას მომავალ კვირას დააკავებენ

შეერთებული შტატების  ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას მომავალ კვირას დააკავებენ.  სავარაუდოდ მისი დაკავება ე.წ. სტორმი დენიელსის საქმეს ეხება. დენიელსი ამტკიცებს, რომ აშშ-ის ყოფილმა...

ვინ არის ქალი, რომლის დაპატიმრების ორდერი ჰააგის სასამართლომ პუტინის ორდერთან ერთად გასცა

ვინ არის მარია ლვოვა-ბელოვა, რომლის დაპატიმრების ორდერი  ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ  პუტინის ორდერთან ერთად გასცა. რუსეთის  პრეზიდენტთან ერთად მას, როგორც რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენს ბრალი ედება...

ამბავი მაშინ დასრულდება, როდესაც დამნაშავეები დაისჯებიან – ლანდსბერგისი ორდერზე

ისტორია იქმნება. პუტინის დაკავების ორდერი უკრაინელი ბავშვების დეპორტაციისთვის ახალ პრეცედენტებს ქმნის. თუმცა, ამბავი დასრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ომის ყველა დანაშაულსა და აგრესიას გამოიძიებენ და...

კრემლი უკვე ეძებს დიქტატორის შემცვლელს–უკრაინის დაზვერვა პუტინის დაპატიმრების ორდერზე

მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების შესახებ, კრემლი მის მემკვიდრეს ეძებს. როგორც უკრაინის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი...

მთავარია, რომის სტატუტის წევრებმა პუტინი დააკავონ, თუ ის მათ ტერიტორიაზე შევა – კულება

ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი, რომლის მისაღწევადაც საკმაოდ რთული გზა გავიარეთ. თავიდან არავის სურდა უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის საკითხი სერიოზულად განეხილათ, ძალიან რთული პროცესი გავიარეთ ამის...

ივანიშვილი არჩეულია ქართული რაგბის უკვდავ პარტნიორად – ტყემალაძე

ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ხმამაღლა ვიძახით, რომ ქართული რაგბი იქნება და არის დაკავშირებული ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და ეს ცალსახაა. ის კონტრიბუცია, რომელიც ბიძინა...

შემდეგი ნაბიჯი რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალი შექმნა უნდა იყოს – იუკნევიჩიენე

პირველი ნაბიჯი გადაიდგა. ომის დამნაშავეების დაუსჯელობა არ შეიძლება. შემდეგი ნაბიჯი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა უნდა იყოს. წერს ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე Twitter-ზე

ეს არის პუტინის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის პროცესის დასაწყისი – ბორელი

ჰააგის სისხლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, გამოსცეს ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი სამხედრო დანაშაულისთვის, უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და რუსეთში გადაყვანისთვის, არის მისი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის...