ოჯახური, ისტორიული საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ – ცოტნე გამსახურდია

ცოტნე გამსახურდია შალვა თადუმაძის პასუხს სოციალურ ქსელში იუმორით გამოეხმაურა.

„ოჯახური, ისტორიული საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ: „დიდოსტატის მარჯვენა“ ბატონმა ბიძინიმ დაწერა“, – წერს  გამსახურდია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რომან გოცირიძემ მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს ჰკითხა იცოდა თუ არა, ვინ დაწერა „დიდოსტატის მარჯვენა“,რაზეც თადუმაძემ უპასუხა, რომ არ იცის.