6 თვეზე მეტია შატალოვასთან ურთიერთობა არ მქონია – ზურაბ ბერიძე

ბათუმის ყოფილი ვიცემერი ზურაბ ბერიძე ამბობს, რომ საბურთალოზე  მოკლულ ქალთან, ანასტასია შატალოვასთან 6 თვეზე მეტია ურთიერთობა არ ჰქონია.

“მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით. 6 თვეზე მეტია, საერთოდ ურთიერთობა არ მქონია. პოლიცია მუშაობს და ვფიქრობ, მალე გამოვლინდება დამნაშავე”, – ამბობს ბერიძე.

ცნობისთვის, შატალოვა თბილისში გუშინ გვიან ღამით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას 7 ტყვია ესროლეს. აქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველები ბერიძის ბინა გაჩხრიკეს და კომპიუტერები ამოიღეს.

შატალოვა 1 წლის წინ ამბობდა, რომ ბერიძემ მათი საერთო შვილი წაართვა.