ამ ფოტოების ნაწილი ერთი შეხედვით სრულიად ნორმალურად გამოიყურება. ზოგი სახალისოა, ზოგი უბრალოდ არცთუ წარმატებულ ფოტოს გავს. სინამდვილეში კი ყოველი ამ ფოტოს უკან სულისშემძვრელი ისტორია იმალება.
ფოტო სიკვდილის შემდეგ
მეხის დაცემამდე ორი წამით ადრე
1975 წელს გადაღებულ ამ ფოტოზე ძმები მაიკ და შონ მაკკუიკენები არიან აღბეჭდილი. ფოტო მათმა დამ, მერიმ გადაიღო. მან გადაწყვიტა ძმები კალიფორნიაში, სეკვოიას ნაციონალურ პარკში, მოროს კლდის თავზე დაეფიქსირებინა. ამ ფოტოს გადაღებიდან ზუსტად ორ წამში მათ მეხი დაეცა. ცოცხალი მხოლოდ მაიკლი გადარჩა(ფოტოზე მარჯვნივ).
კლოუნი პოგო
ამ ფოტოს გადაღებისას ფოტოს ავტორი ძნელად თუ წარმოიდგენდა რამე ავისმომასწავებელს. ის ფოტოს უღებდა მისტრ ჯონ უეინ გეისის, კარგ მეოჯახეს, ნიჭიერ კლოუნს და შესანიშნავ ადამიანს. ჯონი ბავშვებს კლოუნ პოგოს სახელით ართობდა, ქონდა სამშენებლო ბიზნესი, იყო აშშ–ს დემოკრატიული პარტიის წევრი, იყო საქველმოქმედო ორგანიზაციის ფინანსისტი და ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობს. არავინ იცოდა, რომ ამ კეთილმა კაცმა ერთხელ უკვე მოიხადა პატიმრობა მოზარდების მიმართ სექსუალური ძალადობისთვის, სანამ 1978 წლის 11 დეკემბერს 15 წლის რობერტ პისტი არ გაქრა, რომელიც ბოლოს გეისისთან ერთად ნახეს. მოზარდის დედამ პოლიციას უამბო, რომ მისი შვილი მისტერ გეისისთან სამსახურის დასაწყებად წავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. პოლიციამ გეისის სახლის ჩხრეკის ორდერი მიიღო. ჩხრეკისას კი შემზარავი სურათი აღმოაჩინა. პოლიციელებმა გონებაც კი დაკარგეს გახრწნილი გვამების სუნისგან, რომლებიც სარდაფში აღმოაჩინეს. გეისის სახლში 29 მოზარდის გვამი აღმოჩნდა, რომლებსაც გეისი აუპატიურებდა, შემდეგ კი კლავდა. სულ მანიაკი კლოუნის მსხვერპლი 33 მოზარდი გახდა.
გოგონა საკონცენტრაციო ბანაკიდან
ამ პატარა გოგონას ტერეზა ქვია. მისი სახელი დაფის ზედა კუთხეში წერია. ფოტო 1948 წელს, პოლონეთში, არა სკოლაში, არამედ ბავშვთა სახლშია გადაღებული. ტერეზამ სახლი დახატა. სწორედ ასეთად – მავთულხლართის გროვად წარმოედგინა სახლი გოგონას, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკში გაიზარდა.
ომარა სანჩესის აგონია
1985 წლის 13 ნოემბერს კოლუმბიაში ვულკან ნევადო გელ რუისის ამოფრქვევა მოხდა, რომელმაც ნამდვილი კატასტროფა გამოიწვია. ვულკანური ლავის გადმოფრქვევის შედეგად 25 ათასი ადამიანი დაიღუპა. ცამეტი წლისი ომაირა სანჩესი საკუთარი სახლის ნანგრევებში მოყვა. მაშველები გოგონას ამოყვანას ცდილობდნენ, მაგრამ მისი ფეხები ნანგრევებში ისე იყო მოყოლილი, რომ მისი ამოყვანა ვერ მოხერხდა. გოგონამ 60 საათზე მეტი ყელამდე წყალში გაატარა. ის ტიროდა და ხშირად ლოცულობდა. მესამე ღამეს ჰალუცინაციები დაეწყო, შემდეგ კი გარდაიცვალა. სავარაუდოდ განგრენისგან ან გადაციებისგან. მის სიკვდილამდე ორი საათით ადრე მაშველებმა ადგილზე წყლის მტუმბავი აპარატი მიიტანეს, თუმცა ის გაფუჭებული აღმოჩნდა და გოგონას ვერაფრით დაეხმარნენ.
ფოტოგრაფმა ფრანკ ფურნიემ ფოტო გოგონას სიკდილამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიღო. ამ ფოტოს საზოგადოების უარყოფითი რეაქციმა მოჰყვა, თუმცა ფოტოგრაფი ამბობს, რომ მან გოგონას სიმამაცე, ტანჯვა და ღირსება ასახა.
ბლანშ მონიე
ფრანგმა ქალმა, ბლანშ მონიემ 25 წელი საკუთარ ოთახში დატუსაღებულმა გაატარა – სინათლის გარეშე, ნახევრად მშიერმა და შიშველმა, საკუთარ ექსკრემენტებს შორის, ვირთხებთან ერთად, რომლებსაც ტუსაღი პურს უყოფდა. ეს ფოტო 1901 წელს გადაიღეს, როცა პოლიციამ ანონიმური წერილის მიღების შემდეგ ბლანშის მშობლების სახლში ჩხრეკა ჩაატარა და ტუსაღი იპოვა. როგორც გაირკვა, 24 წლის ასაკში ბლანში მშობლებმა დასაჯეს და ოთახში ჩაკეტეს, რათა საკუთარი ცხოვრება სხვა სოციალური წრის მამაკაცისთვის არ დაეკავში რებინა. ბლანში პატიმრობიდან გათავისუფლების მომენტისთვის 49 წლის იყო. საშინელი გამოფიტვის გარდა მას ფსიქიკაც შერყეული ქონდა. მართალია მისი ფიზიკური ჯანმრთელობა დროთა განმავლობაში აღდგა, მისი ფსიქიკა ნორმას არასოდეს დაბრუნებია. ბლანშის ყოფილი შეყვარებული, რომლის გამოც ის მშობებმა დაატყვევეს, მის გათავისუფლებამდე 16 წლით ადრე გარდაიცვალა. ბლანშ მონიეს დედას პატიმრობა მიუსაჯეს. ის ციხეში მალევე გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
პატარა გოგო და მტაცებელი ფრინველი