80 წლის ქალს, რომელიც კლინიკაში რამდენიმე დღის წინ ინფარქტის ნიშნებით შეიყვანეს, COVID-19 დაუდგინდა

ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკა ,,მედისონში” კორონავირუსი დღეს 80 წლის ქალს დაუდასტურდა. სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ ის არა ვირუსის სიმპტომით, არამედ ინფარქტის ნიშნებით და მუცლის ტკივილით შეიყვანეს.

მედისონის” დირექტორმა ეკატერინე სანიკიძემ განაცხადა, რომ მას სწრაფი ტესტი ჩაუტარეს, თუმცა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენეს.  მას შემდეგ, რაც კორონავრიუსი მის მეუღლეს დაუდასტურდა, ქალს განმეორებითი PCR ტესტი ჩაუტარეს და ვირუსი დადასტურდა. ამ ეტაპზე კლინიკაში კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

,,დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოიძია ერთ-ერთი ინფიცირებულის კონტაქტი, ეს კონტაქტი აღმოჩნდა ქალბატონი, რომელიც ჩვენთან მკურნალობდა. შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ცენტის მიერ მოხდა ამ ქალბატონის გამოკვლევა, დადგინდა კორონავირუსი. როგორც აღმოჩნდა, მას გადაედო მეუღლისგან. ყველა იმ ადამიანს გამოიკვლევენ, ვისაც მასთან ჰქონდა შეხება,” – განაცხადა “მედისონის” დირექტორმა ეკატერინე სანიკიძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 252 შემთხვევა დასტურდება, მათგან 63 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.