უდუმაშვილი: ვიდრე პოლიტპატიმრები ციხეში რჩებიან, “ოცნებასთან“ შეთანხმებაზე საუბარი არ იქნება

ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ვიდრე პოლიტიკური პატიმრები ციხეში რჩებია, ქართულ ოცნებასთან შეთანხმებაზე საუბარი არ იქნება.

„ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს და ჩვენს საზოგადოებას პირდაპირი გზავნილი გაუგზავნა, არ ვაპირებ არავითარი შეთანხმების გაფორმებას ოპოზიციასთან და არავითარი შეთანხმების მიღწევასო. ტოვებენ პოლიტიკურ პატიმრებს საპყრობილეში. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება სასამართლოს არ მიუღია, სულ სხვაგან მიიღეს.

სწორედ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა დღეს ჩვენთვის მთავარი სიგნალი იმისთვის, მივდივართ თუ არა შეთანხმებისკენ თუ პირიქით-დაპირისპირებისკენ. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ თავისი გზა აირჩია. ჯერჯერობით, ის არ აპირებს არც ერთი ნაბიჯის გადადგმას იმისკენ, რომ პოლიტიური კრიზისი დაიძლიოს. ბუნებრივია, „ქართულ ოცნებასთან“ არავითარ შეთანხმებაზე საუბარი არ იქნება, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები ციხეებში რჩებიან“,-განაცხადა უდუმაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

დღეს “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.