ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 777 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 342, ხოლო გარდაიცვალა 9 ადამიანი.
9 აპრილის მონაცემებით ქვეყანაში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 287183
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 276426
- მათ შორის გარდაცვლილი – 3858
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 36 578, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24438, PCR ტესტით – 12140
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,12%, ბოლო 14 დღის – 2,09%, ბოლო 7 დღის – 2,47%
- კარანტინის რეჟიმში – 233
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2129
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 285