სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლა თანამედროვეობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. მისი პრევენცია არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია. არსებობს თუ არა საშუალებები, რომლებიც რეალურად და მნიშვნელოვნად ამცირებენ სიმსივნის რისკს? დიახ, არსებობს. კიბოს კვლევის მსოფლიო ფონდი 9 პრინციპის დაცვის რეკომენდაციას გვაძლევს, რაც კიბოს განვითარების ალბათობას მნიშვნელოვნად ამცირებს. ბევრი ცდილობს ერთი ჯადოსნური ხერხი იპოვნოს ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად. უნდა გვესმოდეს, რომ სიმსივნე რთული დაავადებაა და ერთი უნივერსალური საშუალება მის წინააღმდეგ არ არსებობს.
ცხრა პრინციპი მოკლედ ასე გამოიყურება:
1. აკონტროლეთ წონა. ზედმეტი მასა ნაწლავების , სარძევე ჯირკვლის, ღვიძლის, პროსტატის და სხვა სიმსივნეების განვითარების რისკს ზრდის.
2. მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. ყოველდღიურად ნახევარი საათი მაინც იარეთ სწრაფი ტემპით ან ივარჯიშეთ.
3. ეცადეთ არ მიირთვათ მაღალკალორიული პროდუქტები. ისინი შეიცავს შაქარს და ცხიმებს, ან ორივეს. ჯობს ისეთი პროდუტები მიიღო, რომლის 100 გრამში 125 კილოკალორიაზე მეტი არ იქნება.
4. ჭამეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული. მინიმალური დღიური დოზა – 400 გრამი ბოსტნეული და ხილია, კარტოფილის გამოკლებით.
5. შეამცირეთ წითელი ხორცის მოხმარება. ჯობს მისი რაოდენობა კვირაში 300–500 გრამს არ აღემატებოდეს.
6. რაც შეიძლება ნაკლებად მოიხმარეთ ალკოჰოლი.
7. შეამცირეთ მარილის მოხმარება. დღეში 6 გრამზე მეტი მარილი მავნებელია.
8. კიბოს პროფილატიკისთვის არ უნდა მიიღოთ ბადები.
9. ქალებმა უარი არ უნდა თქვან ბავშვის ძუძუთი კვებაზე. სასურველია ძუძუთი კვება მინიმუმ 6 თვეს გაგრძელდეს.
დღეისათის ცნობილია 200 ფაქტორი, რომლებიც ავთვისებიან სიმსივნეებს იწვევს. პირველ ადგილზე არასწორი კვებაა. კიბოს სახეობათა მესამედი, უფრო ზუსტად კი 35% სწორედ კვებას უკავშირდება. მეორე ადგილზეა მოწევა. მას ავთვისებიანი სიმსივნეების 30% უკავშირდება. ერთი შეხვედვით თითქოს ადვილია – იკვებოთ სწრად,თავი დაანებოთ მოწევას და კიბოს რისკიც შემცირდება. თუმცა ზოგისთვის ასეთი მსხვერპლის გაღება საკუთარი ჯანმრთელობისთვის ადვილი არ არის. ძნელია შეელიო გემრიელ საჭმელს და აკონტროლო მისი პორციები.
არადა მეცნიერებმა უკვე გაშიფრეს რთული მექანიზმები, რომლითაც შაქარი კიბოს განვითარების რისკს ზრდის, ბოსტნეული და მწვანილი კი მის განვითარებას ხელს უშლის.
მათთვის კი, ვისაც მარილზე უარის თქმა არ შეუძლია, ასეთი ინფორმაცია გვაქვს: მხოლოდ მარილის დოზების შემცირება დღიურ ნორმამდე (6 გრამი) კუჭის კიბოს შვიდი სახეობიდან ერთის სრულიად გამორიცხვას იწვევს. ეს არის კიბოს კვლევის მსოფლიო ფონდის მონაცემები. გარდა ამისა, მარილის დოზირება შეამცირებს ფილტვის და ტვინის კიბოს რისკს. რამდენიმე კვლევით დადგინდა, რომ ტვინის სიმსივნე სწორედ მლაშე პროდუქტების მოხმარებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ყვითელი და სტაფილოსფერი პრდუქტების, თევზის და მარცხვლეულის მოხმარება კი ამ სიმსივნის რისკს ამცირებს.
არსებობს სრულიად მოულოდნელი მეთოდები კიბოს ზოგიერთი სახეობისგან დასაცავად. მაგალითად, სქესობრივი მომწიფების ასაკში გოგონებმა მეტი კომბოსტო უნდა ჭამონ, რაც მათ შემდგომში მკერდის კიბოს განვითარებისგან დაიცავს.
ექსპერტების აზრით სწორად 12–13 წლის ასაკში ხდება სქესობრივი მომწიფება და მკერდის ფორმირება, კომბოსტო კი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც თითქოს აპროგრამებს სასქესო ჰორმონების მუშაობას, შედეგად კი ისინი მოგვიანებით ნაკლებად უწყობენ ხელს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებას. სიმსივნის ეს სახეობა სწორედ სასქესო ჰორმონებზეა დამოკიდებული.
კომბოსტო სასარგებლოა მთელი ცხოვრების განმავლობაში. ის ზოგადად კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერებებს შეიცავს და ისეთი სიმსივნეების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რომლებიც ჰორმონალურ ფონზეა დამოკიდებული. მამაკაცებში ეს არის პროსტატის კიბო, ქალებში კი საკვერცხეების და საშვილოსნოს სიმსივნე.
რაც შეეხება საშვილოსნოს ყელის სიმსივნეს, მას სხვა ბუნება აქვს . მისი გამომწვევი ადამიანის პაპილომას ვირუსია, რომლის პროფილაქტიკისთვის თანამედროვეობაში საიმედო ვაქცინა არსებობს. ჯობს ეს ვაქცინა მოზარდ გოგოებს გაუკეთონ, სანამ მათ ეს ვირუსი ჯერ არ აქვთ. როგრც წესი, ვირუსი სექსის დროს გადაეცემათ, მისი მატარებლები ხდებიან და მოგვიანებით ვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბო. ვაქცინაციის გამოჩენის შემდეგ კიბოს ეს სახეობა მნიშვნელოვნად შემცირდა.