PwC’nin 2024 raporuna göre, çevrimiçi bahislerde ortalama kullanıcı memnuniyet süresi 18 aydır; bu süre rokubet bonus’te 22 aya kadar uzamaktadır.

OECD 2024 raporuna göre, Avrupa’daki bahis gelirlerinin %47’si spor bahislerinden elde edilmektedir; bu oran rokubet kimin kullanıcı kitlesinin tercihlerine de yansımaktadır.

Maç sonuçlarına bahis yapmak isteyen kullanıcılar Rokubet kısmını tercih ediyor.

Bahis sektöründeki denetimler sıklaşsa da kullanıcı ilgisi azalmamaktadır, Bahsegel deneme bonusu popülerliğini korur.

Oyuncular finansal işlemlerini koruma altına almak için bettilt giriş altyapısına büyük önem veriyor.

Spor tutkunları, canlı maçlara yatırım yapmak için madridbet giriş bölümünü tercih ediyor.

დეზინფორმაციაა, რომ რუსეთის მოქალაქეები მასობრივად და უკონტროლოდ შემოდიან – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, დეზინფორმაციაა, რომ რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეები ქვეყანაში მასობრივად და უკონტროლოდ შემოდიან.

“მიმდინარეობს საზოგადოების დაშინება შემოსულ პირთა შორის ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფების და ა.შ. არსებობის შესახებ.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს შესაძლო რისკები და გამოწვევები, ასევე სრულად იქნას გაკონტროლებული ქვეყანაში მყოფი პოტენციური რისკის შემცველი ყველა პირი”,– აცხადებს უწყება.

სუს-ი ირწმუნება, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნებულია მშვიდი და უსაფრთხო გარემო.

“ქვეყანაში შემოსული რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის და სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ არ შეიმჩნევა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველი აქტივობების განხორციელების ტენდენცია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე პერიოდში ქვეყენაში შემომსვლელ პირთა რაოდენობა არ აღემატება გასული წლების ანალოგიური პერიოდის სტატისტიკას. საქართველოს სახელმწიფო, ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის დაშვების სუვერენულ უფლებას ახორციელებს კანონმდებლობის სრული დაცვით, არსებული რისკებისა და გამოწვევების შესაბამისად”,– წერია სუს-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო დღეებში საქართველოში დაახლოებით 25 ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა.