საქართველოს მომავალი სახალხო დამცველი, სავარაუდოდ, სოფიო ხორგუანი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას ექსკლუზიურად ტელეკომპანია “რუსთავი2” ავრცელებს.
სოფიო ხორგუანი 2007-2009 წლებში, სოზარ სუბარის პოსტზე ყოფნის დროს სახალხო დამცველის მოადგილე იყო.
“ომბუდსმენის პოსტზე ხორგუანის კანდიდატურას მმართველ გუნდს გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის სთავაზობს, რომელსაც პარლამენტში 6 დეპუტატი ჰყავს და თუ უმრავლესობიდან მას მხარდაჭერა ექნება, სოფიო ხორგუანის კანდიდატურა ამ პოსტზე დამტკიცდება”. – ნათქვამია რუსთავი2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატურის დამტკიცებას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება.


![[საერთაშორისო მედიისთის] ცრუ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება შეფასდეს დანაშაულად – კობახიძე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2024/12/irakli-kobakhidze_w_h-218x150.jpeg)









![[საერთაშორისო მედიისთის] ცრუ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება შეფასდეს დანაშაულად – კობახიძე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2024/12/irakli-kobakhidze_w_h-100x70.jpeg)

