“მე-12 დღეა მხოლოდ წყალს ვიღებ” – სინდისის პატიმარმა, თორნიკე თოშხუამ შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ უფლებადამცველი, ომარ ფურცელაძე სოციალურ ქსელში წერს და თორნიკე თოშხუას წერილს აქვეყნებს.
თოშხუა სამართლიან გამოძიებას და ბექა გოცირიძის ხელმეორედ გამოკითხვას მოითხოვს.
თოშხუას და კიდევ ერთ დაკავებულს, მინდია შერვაშიძეს ბრალდების მხარე ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება. გოცირიძე, აქტივისტების თქმით, ქართული ოცნების მხარდამჭერია, რომელიც პარლამენტთან პროვოკაციას აწყობდა.
აქტივისტების წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.