“ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს. ამ ყველაფერს სამართლიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამ საქმეებში პირდაპირ ჩანს, რომ კულუარებში პარალელური პროცესი მიმდინარეობს, სადაც იღებენ გადაწყვეტილებებს, თუ როდის რა საქმე უნდა განიხილონ.
წინა სასამართლო ვერ იქნება მიჩნეული თავისუფლად. ის საქმეები, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს, არ ასახავს მართლმსაჯულებას, ეს არის დაშინება. ეს კი მომჩივნის დაკვეთა იყო და ამ დაკვეთის გარშემო მიმდინარეობს საქმე. ბიძინა ივანიშვილს არასდროს არ ეკუთვნოდა ბიტკოინი. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ინვესტორი იყო. ბიძინა ივანიშვილისგან ნასესხები თანხა, მე მას 1 წელიწადში დავუბრუნე. სასამართლომ კი მითხრა, რომ ბიძინა ივანიშვილი ინვესტორი იყოო. შემდეგ დადგინდა, რომ თურმე მესაკუთრე ყოფილა. ივანიშვილის დაკვეთა იყო, რომ მაქსიმალურად თანხის გამოძალვა მომხდარიყო.
მე მას [ბიძინა ივანიშვილს] არ წავყევი ანტიდასავლურ პროპაგანდაში, რომელსაც ზაზა შათირიშვილი ავრცელებს.
ასევე, მე მედავებიან “მტკვარი-ჰესის” საქმესა და 2014 წლეს ჩადენილ გულგრილობას.
მომიწია ქვეყნის დატოვება, უტყუარი ინფორმაციის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ჩემი ციხეში გაჭყლეტა იგეგმებოდა. შემდეგ აბუ-დაბიში მომიტაცეს და ტომარაჩამოფარებული ჩამომიყვანეს. ტერორისტიც რომ იყოს ადამიანი, მას ადვოკატი ნახვის უფლება ხომ უნდა ჰქონდეს, მხედრიონის დრო ხომ არ არის? ციხეში ჩემი გაჭყლეტა მოხდა, როდესაც ჩემზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა.
ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობდა პროპაგანდა, რომელსაც ქვეყნის პირველი პირველი პირები ეწეოდნენ.
დავალება იყო მიცემული, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. მე ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებით ვერ ვსარგებლობ, აქ თუ სამართალს ვერ ვნახავ, ევროპულ სასამართლოში წავალ”,
აცხადებს, გიორგი ბაჩიაშვილი.












