4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ 7 პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში 7 პირს, ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძეს, კონსტანტინე კოკაიას და კობა ეპიტაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. აღნიშნულ საქმეზე ჯამში 46 ადამიანია დაკავებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.