ბატონო შალვა, თქვენ ახსენეთ, რომ დაგვიანებით, მაგრამ მაინც შემოხვედითო, ამ დაგვიანებას თავისი მიზეზი აქვს და არაერთხელ გვითქვამს საზოგადოებისთვის, რომ ეს არის იმ დივერსიფიცირების სცენარის ნაწილი, მათი პატრონებისგან, რომელშიც ეს დანაყოფი კოლექტიური ნაცმოძრაობიდან ჩაეწერა თავისი ბუნებრივი როლით – მძიმე მოსასმენი შეიძლება იყოს თქვენთვის, მაგრამ ეს ბუნებრივი როლი არის ღალატი და ამის ნათელი მაგალითია თქვენი ლიდერი [გიორგი გახარია], რომელიც ქვეყნიდან არის გაქცეული. […]

რაც შეეხება თქვენი აქ შემოსვლის წინა პერიოდს, რამდენიმე დღის წინ და ალბათ, ჭკვიანურად დალაგებულ მესიჯბოქს, სანამ შემოხვიდოდით აქ, თორემ თქვენი 8%-ია მხოლოდ ლეგიტიმური – ერთი გახსოვდეთ და აქ დარბაზში გეუბნებით, მადლობა გაქვთ მოსახდელი თითოეული უმრავლესობის წევრისთვის, რომ საერთოდ მოგეცით უფლება, რომ აქ სხედხართ და დღეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გქვიათ, ხომ. მაგრამ გახსოვდეთ მკაფიოდ და ნათლად – ჩვენ პატივი ვეცით იმ ამომრჩეველს, რომელ ამომრჩეველსაც თქვენ ატყებდით არჩევნებამდე, თითქოს წარმოადგენდით განსხვავებულ პოლიტიკურ ძალას და არა იმას, რაც საზოგადოებამ კარგად ნახა.

ასე მიმართა ქართული ოცნების პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ გიორგი გახარიას პარტიის წევრებს.