“ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბრძანება 11 ნოემბერს გამოსცა.
“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ლერი ბარნაბიშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2025 წლის 11 ნოემბრიდან”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.














