“მე მგონია, რომ სუს-მა ვახტანგ გომელაურზე ადრე ვანო მერაბიშვილი უნდა დაიბაროს და დაკითხოს და დაიკითხოს მიხეილ სააკაშვილიც, როგორც მაშინდელი პრეზიდენტი. დაველოდოთ, შეიძლება, სუს-მა ამით დაიწყოს […]
ვისაც გამოძიება საჭიროდ ჩათვლის და ვისთანაც კითხვები ექნებათ, ყველა უნდა გამოიკითხოს […] ვანო მერაბიშვილს ხომ უნდა გაახსენდეს, რა იყიდა? ყველა შესყიდვის საბუთები გაცემულია […] ამხელა ამბავია ატეხილი და ვანო მერაბიშვილი დღემდე რატომ დუმს? ყველამ იცის, რომ მის დროს იყო შესყიდული […] ინფორმაციის პირველწყარო არის ვანო მერაბიშვილი […] ვახტანგ გომელაურიც უნდა დაიბარონ და ვანო მერაბიშვილიც. უნდა დაიბარონ ყველა, ვისი გამოკითხვაც საზოგადოებას სიმართლის მეტ ინფორმაციას მისცემს”
ასე გამოეხმაურა ივანიშვილის დეპუტატი, ლადო ბოჟაძე BBC-ის გამოძიებას.








