“სუს-მა დეტალური და სრულყოფილი გამოძიება ჩაატარა, რომლითაც ყველა კითხვას, რაც BBC-ს ფილმში დასმული იყო, პასუხები გაეცა. პოლიცია სპეციალურ საშუალებებს მაშინ იყენებს, როცა ადგილი აქვს მასობრივ არეულობას, პოლიციასა და სახელმწიფო უწყებებზე მასიურ თავდასხმას. გასული წლის მოვლენების დროს ვნახეთ, რომ ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალებისა და პარლამენტის გადაწვის მცდელობას, შესაბამისად, პოლიციამ კანონის შესაბამისად იმოქმედა და ყველა ის სპეციალური საშუალება გამოიყენა, რაც კანონითაა გათვალისწინებული – რასაც ყველა თანამედროვე, ევროპული პოლიცია იყენებს. კონკრეტულ ნივთიერებას რაც შეეხება – სუს-მა დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც შეგიძლიათ, ინფორმაციას გაეცნოთ ყველა იმ ნივთიერების შესახებ, რაც მიუთითეს”.
აცხადებს ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე .















