“ეს ცვლილება არის სრულად შესაბამისობაში როგორც კონსტიტუციურ სტანდარტთან, ასევე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან, შესაბამისად რაიმე, ასე ვთქვათ, წუნი სამართლებრივი ამ პროექტს არ აქვს… ვრცელდება იგივე პრონციპი, რაც არის მანქანების სავალ გზასთან დაკავშირებით. იგივე შეეხება, რა თქმა უნდა, მოქალაქეების გადაადგილებისთვის შეფერხების არ შექმნას.
შეტყობინების წესი დღესაც მოქმედებს ყველა ასეთ შეკრებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუკი ამგვარი შეკრება ხელს უშლის ან შეაფერხებს შესაძლებლობას მოქალაქეების გადაადგილებისა, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ექნება პოლიციას რომ სხვა გეზი მიუთითოს. ზუსტად იგივე პრინციპია, თუკი მანქანით მოძრავ მოქალაქეებს არ უნდა შეექმნათ ზედმეტი დისკომფორტი, როდესაც არ არის საკმარისი რაოდენობა ადამიანების და გზა არ უნდა იკეტებოდეს, ამაზე კარგია, რომ შეთანხმდა სრულიად საზოგადოება.
ვხედავთ, რომ, მათ შორის ის ადამიანებიც, ვინც აქციებში არიან ჩართულები, ამ მხრივ კანონს ემორჩიელებიან და ამ მხრივ არის სრული გაგება, თუ რა სტანდარტი უნდა მოქმედებდეს. იგივე ეხება ფეხით მოსიარულეების უფლებებს. იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი რაოდენობა, მათ არ უნდა შეაფერხონ სხვა მოქალაქეების ფეხით გადაადგილება.”
განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.







