“დღეს აქ ვარ, რათა გითხრათ თუ რა პოზიციაშია NATO და რა უნდა გავაკეთოთ, რათა ომი მის დაწყებამდე შევაჩეროთ. ამის გასაკეთებლად კი საფრთხის შესახებ ნათელი წარმოდგენა უნდა გვქონდეს: რუსეთის შემდეგი სამიზნე ჩვენ ვართ და ჩვენ უკვე საფრთხის ქვეშ ვართ.[…] უკრაინა რუსეთის საოკუპაციო ჩექმის ქვეშაა, პუტინის ძალები ზეწოლას ახდნენ NATO-ს უფრო გრძელ საზღვრებზე, რაც საგრძნობლად ზრდის ჩვენზე შეიარაღებული თავდასხმის საფრთხეს. ეს ნამდვილად საჭიროებს გიგანტურ ცვლილებებს შეკავებისა და თავდაცვის სისტემაში. NATO-ს მოუწევს, მნიშვნელოვნად გაზარდოს სამხედრო წარმომადგენლობა აღმოსავლეთ ფლანგზე, ხოლო მოკავშირეებს მოუწევთ, უფრო სწრაფად და ეფექტურად გაზარდონ სამხედრო ხარჯები. ნებისმიერმა აგრესორმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია და ხისტად გავცემთ პასუხს”,

განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბერლინში გამოსვლისას.