ფრანგ ფოტოგრაფს, ფრანსის პრიმერსკის, რომელიც 20 წელია საქართველოში ცხოვრობს და აქტიურად აშუქებს საპროტესტო აქციებს, საქართველოში ბინადრობის უფლება შეუზღუდეს. ამის შესახებ, ის სოციალურ ქსელი წერს.
“9 მარტს ჩემი ბინადრობის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
26 მარტს ის გაუქმდა უარყოფილ იქნა.
მიზეზის გარეშე. ყოველგვარი ახსნის გარეშე.
ეს მოულოდნელი ცვლილება არ არის ადმინისტრაციული შეცდომა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
დღეს, რაც ჩემს თავს ხდება, სცდება პირად შემთხვევას.
ეს არის სიგნალი ყველასთვის, ვინც მხარს უჭერს, აშუქებს ან ამხელს იმას, რაც საქართველოში ხდება.
მე აქ ვმუშაობდი, ვქმნიდი, ვაფიქსირებდი და ვუჭერდი მხარს ამ ქვეყანას, რომელსაც ჩემს ქვეყნად მივიჩნევ.
და დღეს ცდილობენ ჩემი გაჩუმებას.
თუ ჩვენ გავჩუმდებით, ასეთი პრაქტიკა ნორმად იქცევა.
მოვუწოდებ ყველას, ვისაც სწამს სამართლიანობის, თავისუფლების და ღირსების:
👉 გააზიარეთ ეს ინფორმაცია
👉 გაავრცელეთ ხმა
👉 აჩვენეთ, რომ ჩვენ ერთიანები ვართ
ქვეყანა არ შენდება შიშით —არამედ იმ ადამიანების სიმამაცით, ვინც უარს ამბობს გაჩუმებაზე.”- წერს ფრენსისი.
ფრანსის პრიმერსკი 2004 წელს ფრანგულ ჯგუფთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, “ერისიონის” გადასაღებად და ამის შემდეგ საქართველოში ცხოვრობს, აქ ბინაც შეიძინა. მოვლილი აქვს მთელი საქართველო. განსაკუთრებით უყვარს სვანეთი. სვანეთში მას გუჯუ გაბრიანს ეძახიან.















