“საბრალო რუსო ქოცნო!

ეხლა კარგად მომისმინეთ!

1)ყოველთვის, შესაძლებლობის მიხედვით, მქონდა და მექნება აქციისთვის სასარგებლო ყველა არაძალადობრივი ნივთი – ლაზერიც, გენერატორიც თავისი ბენზინით, პარალონიც, პლედიც და პუფიც. არაძალადობრივს იმიტომ კი არ ვამბობ, რომ თქვენი მეშინია, უბრალოდ ჩვენ ორს შორის, მოძალადე თქვენ ხართ, მე კი, სწორედ ძალადობას ვებრძვი. და იმით, რომ ლაზერს და ფოიერვერკს ჩაძაბული ხმით იტყვით, ის ძალადობრივი ნივთი ვერ გახდება და ყოველთვის მექნება, როცა საჭირო იქნება. ასევე, ყველა მოძალადე – პოლიციელად წოდებული – ძალადობაზე მიიღებს პასუხს, როგორიც ჩემგან არაერთხელ მიუღიათ. კითხეთ მემანიშვილს, თელავის პოლიციას, პოზნერის ელარჯის მცველებს და ა.შ.

2)ასევე, 2022 წლიდან ვმუშაობდი, ვმუშაობ და ვიმუშავებ მოღალატე რუსების დასანქცირებაზე. ამაზე ვთანამშრომლობდი უკრაინასთანაც, ბრიტანეთთანაც და სხვა ქვეყნებთანაც.

ვამაყობ ამ საქმით და თქვენი მოგონილი სასჯელები არ და ვერ გამაჩერებს. მგონი, გასაგებად ავხსენი.

P.S. იმ ქალსაც გადაეცით ეს, მანტია რომ ჩამოაცვით და მოსამართლედ გვასაღებთ.

ბოლომდე!”

ნათქვამია პარტია დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას წერილში.