კიევ-პეჩერის ლავრას რუსეთმა იერიში “გერან-2-ის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანა, რომელიც ირანული “შაჰედის” ტიპის დრონების რუსულ ვარიანტს წარმოადგენს. ამის სესახებ ინფორმაციას, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) ავრცელებს.
СБУ-ს გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მტერი სამონასტრო კომპლექსს 15 ივნისის 01:50-ზე დაესხა თავს, როცა კიევის მასობრივი დაბომბვა მიმდინარეობდა. შემოწმების შემდეგ СБУ-ს ოფიცრებმა რუსული დრონის კორპუსისა და ძრავის ნამსხვრევები იპოვეს, რომელიც კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარს დაეცა.
ამავდროულადმ რუსული მხარე ირწმუნება, რომ ღამით კიევზე მიტანილი იერიშის ფარგლებში ისტორიული კიევ-პეჩერის ლავრა მათ არ დაუბომბავთ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რელიგიური ძეგლი ამერიკული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ დააზიანა.















