„პუტინი სუსტდება. ის პოლიტიკურად, ბრძოლის ველზე და ფიზიკურად სუსტდება. ამიტომ მან შეიძლება გააძლიეროს სარაკეტო და დრონებით დარტყმები ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. გთხოვთ, გამოიყენეთ თავშესაფრები. ძალიან, ძალიან გთხოვთ.[…] პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი გადაწვას. ის შეშლილია – ჩვენი პარტნიორები ამას გრძნობენ. ამის მიუხედავად, უკრაინა მზადაა მასთან მოლაპარაკებებისთვის. ევროპა სრულად უნდა იყოს ჩართული, რათა ჩვენ გვქონდეს ძლიერი პოზიცია. სრულად ჩართული სანქციების საკითხში – გამონაკლისის გარეშე. კონფისკაციის საკითხში გამონაკლისის გარეშე. ასევე უკრაინის დაფინანსების საკითხში“,

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო და დრონებით დარტყმები, შესაძლოა, გააძლიეროს.