EU Neighbours East-ის კვლევით, ქართველთა 71% ევროინტეგრაციას მხარს უჭერს

spot_imgspot_img

ევროკავშირის პროგრამის „EU NEIGHBOURS EAST“-ის ფარგლებში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევის 2026 წლის შედეგებით, საქართველოში გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა – 71% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას კვლავ ემხრობა, ხოლო კიდევ უფრო დიდ ნაწილს -79%-ს სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ზიანს.

კვლევის შედეგებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. კვლევა 2026 წლის იანვარ-თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1 000-ზე მეტ რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა.

კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ „ევროკავშირი ქართველებისთვის კვლავ რჩება ყველაზე სანდო საერთაშორისო აქტორად, კერძოდ, მას გამოკითხულთა 67% ენდობა. თუმცა იკლო იმ ადამიანთა რიცხვმა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს (ეს მაჩვენებელი 2025 წელს 63%-ს შეადგენდა, წელს კი 60%-ზე ჩამოვიდა)”.

„მაშინ, როცა გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, 49%-ს სჯერა, რომ საქართველო წევრობისკენ სწორი მიმართულებით არ მიიწევს. 56% კი ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი კანონები უარყოფითად აისახება გაწევრიანების პროცესზე. იმავე დროს, 87% თანხმდება, რომ საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლისთვის მეტი უნდა გააკეთოს.
საქართველოსადმი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობა კვლავ მაღალ ნიშნულზე, 70%-ზე რჩება და გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (48%) ამბობს, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტიანია. მოქალაქეების აზრით, ევროკავშირმა უფრო დიდი როლი უნდა შეასრულოს განათლებისა და უწყვეტი განათლების (38%), ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის (34%) და ჯანდაცვის (33%) მიმართულებებით.
მაშინ, როცა ევროკავშირთან დაკავშირებულ სარგებელზე დადებითი აღქმა კვლავ მაღალია, 76% ევროკავშირთან სიახლოვეს ახალ შესაძლებლობებთან აკავშირებს, ხოლო 75% ამბობს, რომ გაწევრიანება ქვეყნის უსაფრთხოებას გააძლიერებს, გამოკითხულთა ყურადსაღები ნაწილი შეშფოთებასაც გამოთქვამს – 43% ამბობს, რომ ევროკავშირი საკუთარ ღირებულებებს ახვევს თავს და 51%-ს სჯერა, რომ ევროკავშირს ფარული ინტერესები აქვს.

გამოკითხვამ ასევე ცხადყო, რომ ევროკავშირის შესახებ ინფორმირებულობა შემცირებულია. კერძოდ, მხოლოდ 40% აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში გასცნობია ევროკავშირთან დაკავშირებულ ინფორმაციას (ეს მაჩვენებელი 2025 წელთან შედარებით 14 პროცენტული პუნქტითაა დაკლებული). გამოკითხულებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება დეზინფორმაციაზე, რომელსაც 86% ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს,“- ნათქვამია პროგრამა „EU NEIGHBOURS EAST”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, „EU NEIGHBOURS EAST” პროგრამა საქართველოსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის კვლევას 2016 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ატარებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისა და თავშესაფრების აქტიური გამოყენებისკენ მოუწოდებს. ბრიუსელში, „რამშტაინის“ ფორმატისა და ევროპული საბჭოს სხდომების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი პოლიტიკურად, ფიზიკურად და ბრძოლის ველზე სუსტდება, რის გამოც რუსეთის მხრიდან უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო და დრონებით დარტყმების გაძლიერებაა მოსალოდნელი.

დასავლური სამხედრო დახმარების ახალ ტალღასა და მოსკოვის რეგიონზე განხორციელებულ უპრეცედენტო იერიშს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი. ყაზანში, საერთაშორისო სამიტის კულუარებში, ჟურნალისტებთან საუბრისას, ლავროვმა ღიად განაცხადა, რომ პუტინის პირდაპირი ბრძანებით, რუსეთის არმია გადადის უკრაინის სამხედრო და ინფრასტრუქტურული ობიექტების რეგულარულ, მასშტაბურ და კოორდინირებულ დაბომბვებზე, რათა ბოლომდე შეამციროს უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა.

მიმაჩნია, რომ ყველა სწორი სიტყვა უკვე ნათქვამია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სიტყვები საკმარისი არ არის MFA Russia.შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გარკვეული დროის წინ (კიევის ტერორისტის მორიგი გამოხტომის შემდეგ) გამოაცხადა, რომ ჩვენ ახლა რეგულარულ საფუძველზე განვახორციელებთ მასირებულ ჯგუფურ დარტყმებს იმ მიზნებზე, რომელთა მდგომარეობაზეც პირდაპირ არის დამოკიდებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა Interfax.ეს ამოცანა დასახულია უმაღლესი მთავარსარდლის მიერ. ჩვენი შეიარაღებული ძალები ასრულებენ მას და კვლავაც შეასრულებენ

spot_imgspot_img

პოპულარული

გეორგიევსკის ტრაქტატმა იმუშავა, საქართველო არ გაქრა – ვოლსკი

1783 წელს გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ საქართველომ არაერთი სერიოზული...

მარკ ცუკერბერგმა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში XIX საუკუნის ციხესიმაგრე იყიდა

Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, XIX საუკუნის...

შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა – გვარამია

"შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა"...

რუსთაველზე, XIX საუკუნის ძველი “გარეთუბნის” კოლექტორების სისტემა აღმოაჩინეს

რუსთაველის გამზირზე, სამუშაოების მიმდინარეობისას თავისუფლების მოედნის მეტროსა და საქართველოს...

საგამოძიებო უწყებები „ოცნების“ შიდა-პარტიული გარჩევების სამსახურში – TI-მ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებები შეისწავლა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ (TI) გამოაქვეყნა ანალიზი, რომელშიც შესწავლილია...

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტომობილი ტროტუარზე ოთხ ადამიანს დაეჯახა. ერთი ადგილზე დაიღუპა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ტიბაანში...
spot_img

ყველა ამბავი

იტალიასა და გერმანიას შორის მიგრანტების საკითხზე კონფლიქტი მწიფდება

იტალიასა და გერმანიას შორის უთანხმოება ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების ბედთან დაკავშირებით მწვავდება, — წერს სააგენტო dpa. იტალიის ვიცე-პრემიერმა და ტრანსპორტის...

იმერეთში სავარაუდოდ თავი მოიკლა კაცმა, რომელიც 11 წლის ბავშვზე ძალადობდა

23 აგვისტოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში  67 წლის კაცი ცხედარი იპოვეს, რომელმაც სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო. მის წინააღმდეგ წინა დღეს არასრულწლოვანზე სექსუალური...

ირანელმა ჰაკერებმა ბრიტანეთში ელექტროსადგური მწყობრიდან გამოიყვანეს

ჰაკერებმა, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) არიან დაკავშირებული, უპრეცედენტო კიბერშეტევის შედეგად დიდ ბრიტანეთში ელექტროსადგური მწყობრიდან გამოიყვანეს, —...

ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი ქალის ცხედარი იპოვეს

ბათუმში - ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21 წლის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალია და 2022 წლიდან...

ბერლინის მახლობლად, ტყეში იარაღის სამალავი აღმოაჩინეს. გერმანიის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ეს იარაღი რუსეთის დაკვეთით მკვლელობებისთვის იყო განკუთვნილი

გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გასულ წელს ბერლინის მახლობლად, ტყეში იარაღისა და ვაზნების სამალავი აღმოაჩინეს. როგორც წამყვანი გერმანული მედიასაშუალებები იუწყებიან,...

მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ მეცნიერები სხვა ტიპის კიბოს წინააღმდეგაც ცდიან mRNA-ვაქცინებს

Moderna-სა და Merck-ის მიერ შექმნილი პერსონალიზებული მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმატებამ შესაძლოა გზა გაუხსნას ამავე ტექნოლოგიის გამოყენებას სხვა სიმსივნეების სამკურნალოდ....

ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა-დნმ-ის ტესტმა სამეფო წარმომავლობა დაადასტურა

26 წლის ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა მას შემდეგ, რაც ის ქვეყნის მეფის ძმის, პრინც ლორანის შვილად ოფიციალურად აღიარეს. კლემან...

შვეიცარიის ალპებში სუპერმდიდრებისთვის მიწისქვეშა საცავებს აშენებენ – ფასები ნახევარი მილიონი ფრანკიდან იწყება

შვეიცარიის ალპების ქვეშ, ას მეტრზე მეტი სისქის კლდის სიღრმეში, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანებისთვის გიგანტურ მაღალდაცულ საცავებს აშენებენ. იქ შესაძლებელი იქნება...

რუსეთი უკრაინის დაშლას ტერორის გზით ცდილობს: ის წარმატებას ვერ მიაღწევს – მაკრონი

რუსეთი აგრძელებს და აძლიერებს თავისი აგრესიის დანაშაულს. უკრაინის დაშლას ტერორის გზით ცდილობს: ის წარმატებას ვერ მიაღწევს - ამის შესახებ...

რუსეთი რთულ პირობებშიც ჩაატარებს არჩევნებს — უკრაინის მხრიდან თავდასხმები სულ უფრო სასტიკი ხდება – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გაგრძელების ფონზე, ფრონტზე მოწინააღმდეგისთვის ვითარების გართულებასთან ერთად, კიევი, მისი შეფასებით, უფრო...

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში Su-24M ტიპის ბომბდამშენი გაანადგურა

~უკრაინულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში, საკის სამხედრო აეროდრომზე, რუსული Su-24M ტიპის ტაქტიკური ბომბდამშენი და აეროდრომზე განთავსებული ოთხი ერთეული ტექნიკა გაანადგურეს.ინფორმაციას,...

უკრაინას სამშვიდობო პროცესისთვის კრეატიული იდეები აქვს, მთავარი დაბრკოლება პუტინია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინულ მხარეს რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულებისთვის მიმდინარე სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით ახალი,...