უკრაინის იერიშის შედეგად გაზპრომის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი იწვის

უკრაინელებმა დრონებით  ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშები მიიტანეს რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სალავათსა და კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპსკის დასახლებაში.

იწვის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი დაწესებულება, რომელიც გაზპრომს ეკუთვნის.

ეს ობიექტი ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს.

ხანძარია აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანის ტერიტორიაზეც.